რა არის NOIZY – ინტერვიუ სალომე მიქაშავიძესთან

by Mary Bitchashvili

Noizy (ნოიზი) არის გაყიდვებისა და პიარის სააგენტო მოდის სფეროს მიმართულებით. ჩვენ ვითანამშრომლებთ ახლო მომავალში და ვისაუბრებთ აქტუალურ და მნიშვნელოვან სიახლეებზე ამ სფეროში. წარმოგიდგენთ ინტერვიუს მის შემქმნელთან სალომე მიქაშავიძესთან

Q

როგორ მოხვდი მოდის სფეროში და რამ გიბიძგა შეგექმნა საკუთარი სააგენტო?

A

ძალიან შემთხვევით. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ მოდის სახლ მატერიას (შემდგომ მატერიელს) საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ვაკანსია ჰქონდა. სიამოვნებით ჩავერთე ამ საქმეში, მრავალფეროვანი სამუშაო გარემო იყო, ჩვენ მაშინ პატარა ბრენდი ვიყავით, დროთა განმავლობაში გაიზარდა და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ იყო სიახლის დრო. ჩემმა მეგობრებმა, დიზაინერებმა, ვისთანაც ვთანამშრომლობ, იმ პერიოდში ასევე შექმნეს საკუთარი ბრენდები და დავიწყეთ ერთად მუშაობა. თავდაპირველად freelancer ვიყავი, მაგრამ პასუხისმგებლობებისა და მოთხოვნის ზრდის შესაბამისად გადავწყვიტე უფრო მეტი ადამიანი ჩამერთო ამ საქმეში და გუნდთან ერთად მემუშავა ნოიზიში.



Photographed by Adam Katz Sinding

Q

რა რჩევას მისცემდი მათ, ვინც აპირებს შექმნას ან გაზარდოს ბრენდი საქართველოში?

A

ინდუსტრიის სპეციფიკისა და მძიმე შრომის შედეგად მზადყოფნა გაქვს მომავალი გამოწვევებისთვის. ყველაფერი მოდის ინდუსტრიაში, თითქოს, ძალიან მიმზიდველი და გასართობი ჩანს შორიდან. რასაც ხალხი დღემდე ნამდვილად ვერ იგებს არის ის, რომ მოდა არის ბიზნესი და ის სავსეა სირთულეებით.

Q

რა ბენეფიტი შეიძება ჰქონდეს თბილისში ცხოვრებას? (კარიერული განვითარების კუთხით)

A

თბილისი არის პატარა ქალაქი, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს. კომუნიკაცია ძალიან იოლია.


Photographed by Guram Kapanadze

Q

ვინ არიან ის დიზაინერები, ვისთან ერთადაც მუშაობ?

A

ამ ეტაპზე ნოიზი თანამშრომლობს რამდენიმე ბრენდთან, თითოეული სარგებლობს სხვადასხვა სერვისით. მუდმივად ვმუშაობ შემდეგ დიზაინერებთან – ლადო ბოკუჩავა, ალექსანდრე ახალკაციშვილი, ვასკა, მარიამ გვასალია, მაგრამ ასევე სხვადასხვა პროექტები მაქვს სხვა დიზაინერებთანაც, მათ შორის – გოლა, ჯანაშია, ლალო და პატარა ბრენდები, რის შესახებ ამ ეტაპზე საუბრისგან თავს შევიკავებ.


Photographed by Adam Katz Sinding

Q

როგორია მოდის მომავალი?

A

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მოდის მომავალზე ცალსახად საუბარი მგონი არავის შეუძლია. რა მოხდება ხვალ, დამოკიდებული იქნება რამდენად სწრაფად, როგორ განვითარდება არსებული მდგომარეობა, რამდენად სწრაფად დავუბრუნდებით ძველ ცხოვრების რიტმს. თუმცა, უნდა დავიწყოთ ფიქრი ჩვენს პლანეტაზე, მსოფლიოზე და ხალხზე ჩვენს გარშემო, რისთვის და ვისთვის ვმუშაობთ.


Photographed by Guram Kapanadze

Q

წარსულში რომ დაბრუნდე, რა რჩევას მისცემდი შენს თავს?

A

ვფიქრობ, რაც გავაკეთე და რაც გამოვიარე წარსულში, ამ ყველაფერმა ერთიანობაში განაპირობა ჩემი დღევანდელი დღე – ის თუ ვინ ვარ და რას ვაკეთებ. ასე რომ, ერთადერთი რჩევა იქნებოდა არ დამეკარგა დრო ძალიან ბევრ ფიქრსა და ანალიზში თითოეული ნაბიჯის გადადგმისას.

INSTAGRAM