Buyers Mag X თიბისი სტატუსი- ვაზისუბნის მამული
მამულს კიდევ უფრო უნიკალურს ხდის საკუთარი ენდემური ჯიშის ვენახებიდან მიღებული ღვინოები და ბრენდშეფ ქეთი ბაქრაძის მიერ შედგენილი საინტერესო მენიუ. ვაზისუბნის მამული ელოდება სტუმრებს, ვისაც განტვირთვისთვის სჭირდება მშვიდი გარემო, აინტერესებს მამულის ღვინო, მნიშვნელოვანია ისტორიული ადგილები და მომსახურების მაღალი ხარისხი.
სწორედ ამ მახასიათებლების გათვალისწინებით, ჩვენი გუნდი გირჩევთ ეწვიოთ ვაზისუბნის მამულს და ასევე იხილოთ იმ ნივთების ჩამონათვალი, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის თქვენი დასვენების დღეებს.
1. Havaianas
გირჩევთ ფუნქციურ, მარტივ და დასვენების დღეებისთვის ყველაზე შესაფერის ქეჟუალ ფეხსაცმელს – ჰავაიანას. ბრენდი ბრაზილიის ხმაურიან, ენერგიულ და სპონტანურ ცხოვრებასთან ასოცირდება. ძლიერი იდენტობა და ხარისხის კუთხით რადიკალური სხვაობა მის რეპლიკებთან წარმატების გარანტი გახდა 1960 წლიდან. ჩვენი რჩევაა შეიძინოთ თეთრი სანდლები, რამდენიმე ფენისგან შემდგარი ძირითა და ბრაზილიის დროშით, რაც ასევე ბრენდის ლოგოა.
2. Solid And Stripped
ვაზისუბნის მამულში გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, არის ღია აუზი პანორამული ხედით, სადაც გირჩევთ მაქსიმალურად დახვეწილ და კლასიკურ საცურაო კოსტუმს, მაგალითად კუბოკრულ ცალ მხრიან მოდელს – THE JULIANA ან შავი ბოდის მეტალის ქამრით – THE NINA BELT.
2012 წელს ნიუ-იორკში დაფუძნებული მდგრადი მოდის კონცეფციის ბრენდი, რომლის ცნობადობაც ბრენდის ფილოსოფიასთან ერთად ისეთმა ადამიანებმა გაზარდეს, როგორებიცაა ალექსა ჩანგი, ადუთ აკეჩი და სინდი ბრუნა.
3. Dr.Barbara Sturm SUN DROPS
აუზზე გასვლის წინ 15 წუთით ადრე წაისვით ბარბარა შტურმის 50%-იანი მზისგან დამცავი შრატი. პროდუქტი დაგეხმარებათ მზისგან დამწვრობისა და დაბერების პრევენციაში. შრატი ააქტიურებს ვიტამინ E-ს და B-ს, რომელიც იცავს კანს უჟანგბადობისგან, ამშვიდებს და ხელს უშლის მის გაღიზიანებას.
4. Table Talk

გამოიყენეთ ერთი ბარათი თითო ადამიანისთვის.
გადაკეცეთ და ერთ მხარეს დააწერეთ ადამიანის სახელი. ასე გადაწყვეტთ ვის გვერდით ვინ იჯდეს.
ყოველ ბარათზე ორი შეკითხვაა. თამაში ხელს უწყობს გვერდით მჯდომების უფრო ახლოს გაცნობას და ამარტივებს შინაარსიან საუბარს.

5. Abrams And Chronicle Books
Table Talk-სგან განსხვავებით, 50 ფრაზისგან შემდგარი მაგიდის თამაში უფრო მეტად რეკომენდირებულია ორი ადამიანისთვის, განსაკუთრებით რომანტიკული ყუთი Spark Romance.
ბედნიერება ერთ ყუთში: ყოველდღიურობის სრული ბედნიერებით განცდა, შთამაგონებელი იდეები და პოზიტივის გაზიარება.
ჯადოსნურობა ერთ ყუთში: მათთვის ვინც ეძებს შინაგან ძალას და სურს საკუთარ ცხოვრებაში იყოს უფრო მეტი ჯადოსნური მომენტი, ყურადღება მიაქციოს სულიერ მხარეს.
რომანტიკულობა ერთ ყუთში: თამაში წყვილებს შორის დიალოგს უფრო გასართობს და რომანტიკულს ხდის.
სამივე მაგიდის თამაში მოიცავს 50-მდე ფრაზას და თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას იძლევა.
6. Slip
Slip – აბრეშუმის ძილის ნიღაბი
ძილის წინ გირჩევთ მოირგოთ აბრეშუმის თვალის ნიღაბი. სრიალა ზედაპირი მოქმედებს კანის სტრუქტურაზე, ხელს უშლის ძილის დროს ნაოჭების წარმოქმნას, რის გამოც თითქმის ყველა დერმატოლოგი რეკომენდაციას უწევევს მას.
7. Komono
თუკი ეძებთ როგორც ქალის ასევე მამაკაცის მზის სათვალეს, ბრენდი კომონოს ლიმიტირებული კოლექციიდან უნისექს მოდელი Marco Carbon ყველაზე სწორი არჩევანია.
2009 წელს დაფუძნებული ბელგიური ბრენდი, რომლის მთავარი მახასიათებელიც არის მინიმალისტური ესთეტიკა და ბელგიური ხარისხი. მისი პოპულარულობა განაპირობა ზუსტი დროისა და ხედვის თანხვედრამ.
8. About Arianne
შთაგონების წყარო და ფეხსაცმლის მოდელები თანხვედრაშია სასტუმროს გარემოსთან, რადგან ბაიერსში არსებული პროდუქცია ინსპირირებულია ფრანგი ქალით, რომელიც შვებულების დღეებს აიქონურ სასტუმროებში ატარებს, ტკბება ხედებითა და აუზთან მზის აბაზანებს იღებს.
Ernest Vidal-ისა და Ariadna Guirado-ს (Ariadna Arianne-ს ესპანური ვარიანტი) მიერ ბარსელონაში დაარსებული მდგრადი მოდის ბრენდია. ის აერთიანებს ესპანური ფეხსაცმელის დამზადების ტრადიციებსა და ფრანგულ, კლასიკურ კინემატოგრაფიას.