ცხოველთა უფლებები თანამედროვე სამყაროში

by Elene Meskhia

ცხოველთა ბუნებრივი უფლებების უგულებელყოფა, აბუჩად აგდება, ან უბრალოდ მათი არცოდნა, სერიოზულ ზიანს აყენებს დედამიწას და ადამიანებს ცხოველების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებებისაკენ უბიძგებს.

1997 წელს ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციამ მიიღო კანონი, რომელიც ამბობს, რომ ყველა ცხოველს აქვს უფლება იარსებოს ბიოლოგიური წონასწორობის პირობებში და ყველა ცხოველს აქვს უფლება, რომ მათ პატივისცემით მოეპყრან.

დღემდე, უამრავი ადამიანი უგულებელყოფს ამ კანონს და ხშირად, დამნაშავეები დაუსჯელებიც კი რჩებიან. აღსანიშნავია, რომ ამ სისასტიკის ჩამდენები ხშირად სილამაზის და მოდის ბრენდები არიან, რომლებსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავთ და საზოგადოებაზე გავლენითაც სარგებლობენ.

რაც არ უნდა რთული წარმოსადგენი იყოს, ცხოველები ხშირად ეწირებიან ლამაზ ტანსაცმელს, თავის მოვლის საშუალებებს და სხვადასხვა ბრენდებს, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, თუმცა საბედნიეროდ, ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს, იყოს ამ სისასტიკის მონაწილე.

მოდის ინდუსტრიის გარდა, ცხოველთა უფლებების დარღვევის ფაქტები ასევე, ძალიან ხშირია სილამაზის ინდუსტრიაშიც.  ალბათ იცით, რომ ბრენდების უმეტესობა თავის პროდუქტს პირველ რიგში ცხოველებზე ტესტავს, ასევე მაკიაჟისთვის დასამზადებელ პროდუქტში ხშირად ხელოვნურ ბეწვს იყენებს.

დღესდღეობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხოველების წამების წინააღმდეგ შექმნილ კამპანიას სათავეში სილამაზის ბრენდი  The Body Shop უდგას.  ბოდიშოპი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ბრიტანეთში ცხოველთა ტესტირების აკრძალვისთვის იბრძოდა. მათი სურვილია, ცხოველების წამებას მთელს მსოფლიოში მოეღოს ბოლო.

კომპანიამ 8 მილიონამდე ხელმოწერა შეაგროვა, რათა ცხოველების ტესტირება სამუდამოდ აღმოიფხვრას.

ოქტომბერში, Body Shop- მა და Cruelty Free International- მა 8.3 მილიონი ადამიანის ხმა გააჟღერა  გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ იორკში, მათი მოწოდება იყო ცხოველების ტესტირების გლობალური დასრულება კოსმეტოლოგიაში.

1989 წ

Body Shop– მა დაიწყო კამპანიები რათა დასრულებულიყო ცხოველების ტესტირება კოსმეტიკაში. ეს იყო პირველი გლობალური კოსმეტიკური კომპანია, რომელიც იბრძოდა ამ სისასტიკესთან.

1998 წ

მათი მდგრადი კამპანიის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აკრძალა ცხოველთა ტესტირება კოსმეტიკური პროდუქტებისა და ინგრედიენტებისთვის.

2003 წ.


The Body Shop- ისა და BUAV- ს  კამპანიამ შეუწყო ხელი ევროკავშირის აკრძალვას ცხოველების ტესტირებაზე კოსმეტიკურ პროდუქტებში.

2009 წ.

ევროკავშირმა საბოლოოდ აკრძალა ცხოველებზე ტესტირება კოსმეტიკური ინგრედიენტებისთვის.

2013წ.

„ჩვენ აღვნიშნავთ ისტორიას. აკრძალულია ცხოველების ტესტირებული პროდუქტებისა და ინგრედიენტების გაყიდვა და იმპორტი, რაც ასრულებს ევროკავშირის აკრძალვას. ჩვენი კამპანია Cruelty Free International – თან ერთად აგროვებს 1 მილიონ ხელმოწერას.“

2017წ.

„ჩვენ მოვაგროვეთ 3 მილიონი ხელმოწერა Cruelty Free International-თან ერთად.“

2019 წ.

ჩვენ ვხედავთ დიდ პროგრესს მთელს მსოფლიოში. ივნისში, ნევადა კალიფორნიის შემდეგ მეორე სახელმწიფო გახდა, რომელმაც ბოლო მოუღო ცხოველთა ტესტირებას ახალ კოსმეტიკურ საშუალებებში.  კოსმეტიკური ცხოველების ტესტირების აკრძალვები ძალაში შედის ტაივანში, ხოლო კოლუმბიის წარმომადგენელთა პალატამ ხმა მისცა ხმას, რომელიც ითვალისწინებს კანონპროექტს, რომ დასრულდეს ცხოველების მოხმარება ტესტებში კოსმეტიკური პროდუქტებისა და ინგრედიენტებისთვის.
ცხოველებზე საკუთარი პროდუქციის დატესტვას უარყოფს Marc Jacobs-იც. ბრენდი აცხადებს რომ არ იყენებენ ისეთ ინგრედიენტებს, რომლებიც ცხოველებზე იტესტება და არ ყიდიან საკუთარ პროდუქტს ჩინეთში, რადგან ეს არის ადგილი სადაც ცხოველებზე ამ სახის ტესტირებების ჩატარება კანონით დაშვებულია.

აღსანიშნავია კომპანია Estee Lauder, რომელიც 150 ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და 25-ზე მეტი ბრენდის მფლობელია, 2023 წლიდან უერთდება Cruelty Free კომპანიას. შესაბამისად კოსმეტიკურ და თავის მოვლის საშუალებებს ცხოველებზე აღარ დატესტავს. კომპანია აცხადებს, რომ საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევენ, რომ აკრძალონ ცხოველთა ტესტირება საკუთარ ბრენდებში და სჯერათ რომ ძლიერი პარტნიორობის და მეცნიერული მიღწევების დახმარებით ისინი შეიტანენ საკუთარ წვლილს ცხოველების ტესტირების გლობალურ დასასრულში.

Poster by Saba Tsikolia