TASCHEN
Taschen-ი არტ წიგნების გამომცემლობაა, რომელიც ბენედიქტ ტაშენმა 1980 წელს, გერმანიაში დაარსა. Taschen-ი ერთ-ერთი პირველი გამომცემლობაა, რომელმაც ნაკლებად ხელმისაწვდომი წიგნები, როგორებიცაა LGBTQ-სთან დაკავშირებული ხელოვნება, ისტორიული ეროტიკა და პორნოგრაფიული ჟურნალები ზრდასრულებისთვის, ხელმისაწვდომი გახადა. კომპანიამ პოტენციურად სადავო ხელოვნება ფართო საზოგადოებას გააცნო. Taschen-ის წიგნები უმეტესწილად ფოტოგრაფიას, ფერწერას, არქიტეტქტურასა და სხვა ხელოვნების დარგებს ეხება.
ამჟამად BUYERS-ში ამ ბრენდის 4 წიგნია, რომელიც ძალიან სასიამოვნო წასაკითხი და სრულფასოვანი საჩუქარია.
A Treasury of Wintertime Tales – ზამთრის თავგადასავლების კრებულია, რომელიც ცხელ შოკოლადთან და ბუხართან ერთად ძალიან კარგ საღამოს გაგატარებინებთ.
Testino Sir – ამ წიგნში ტესტინოსმიერ 30 წლის განმავლობაში გადაღებულ მამაკაცების საუკეთესო პორტრეტებს ნახავთ.
Jeff Koons-ის წიგნი ფოლადის კურდღლებს, კომიკურ ფიგურებსა და მის სხვადასხვა შემოქმედებას აერთიანებს.
MARIO DE JANEIRO Testino – მზის პანორამებიდან დაწყებული, კარნავალის მძაფრი ქაოსით გაგრძელებული, ეს წიგნი მარიო ტესტინოს მიერ დანახულ რიო დეჟანეიროს გვაჩვენებს, რომელმაც 14 წლის ტესტიონის გონება მოიცვა და მას შემდეგ მისი ინსპირაციის წყაროა.