საზაფხულო არდადეგები
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საყვარელი სეზონი ნამდვილად არ არის ზაფხული, ბავშვობიდან მოყოლებული წლის ეს პერიოდი დასვენებასთან, რუჯთან, გართობასთან და სიმშვიდისა და ქაოსის ერთობლიობასთნ ასოცირდება. სწორედ ამიტომ, მეც ისე, როგორც ყველა თქვენგანი ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები. პანდემიიდან გამომდინარე ძალიან რთულია მოგზაურობის დაგეგმვა, თუმცა ყოველთვის წინასწარ ვემზადები და ვეცდები თქვენც გაგიზიაროთ ჩემი მომზადების პროცესი და ნივთები რომლებიც აუცილებლად დაგჭირდებათ საზაფხულო არდადეგებზე.
პირველ რიგში, კარგი რუჯის მისაღებად აუცილებლად ვიტარებ სხეულის ამქერცლავ პროცედურას. შემდეგ კი ვიწყებ ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტზე, მზისგან დამცავ კრემზე ზრუნვას. მთელი ზაფხულის განმავლობაში ვიყენებ 30%-50%-იან დამცავს სახეზე, ხოლო 20%-იან დამცავს სხეულზე.
თუ სწორედ მივიღებთ და მოვუვლით რუჯს საკმაოდ დიდხანს შეგვიძია მისი შენარჩუნება. როგორც ჩვენს სახეს ასევე ტანს ჭირდება კარგი დატენიანება. საუკეთესო შედეგის მისაღებად ხშირად ვურევ ტანის ლოსიონსა ან ზეთებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საცურაო კოსტიუმის შერჩევაა, ამიტომ ხშირ შემთხვევაში გაზაფხულზე ვიწყებ ამ საკითზე ზრუნვას.
ამის შემდეგ უკვე ვიწყებ ისეთი ნივთების შეძენას რომელიც სანაპიროზე მჭირდება. ვარჩევ მოსახერხებელ და ტევად ჩანთას, სადაც ჩავალაგებ ჩემთვის საჭირო ნივთებს. მიუხედავად იმისა, რომ კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით ვიზუალურ ნაწილს მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ძირითადად ფერადი ნაჭრის ან ჩალის ჩანთებს ვიყენებ.
ვინც მიცნობს ყველამ იცის ჩემი კოსმეტიკის მიმართ სიყვარული. ზაფხულის ცხელ დღეებში ვცდილობ ნაკლებად მოვიხმარო და დავასვენო კანი, თუმცა 3 ძირითადი პროდუქტი მაინც ყოველთის მოიძებნება ჩემს ჩანთაში. ტემპერატურიდან გამომდინარე უპირატესობას ვანიჭებ კრემოვან პროდუქტებს.
1. კანის სიბზინვარისთის ყოველდღიურად ვიყენებ RMS-ის ლუმინაიზერების პალიტრა
2. არაფერი უხდება რუჯს ისე როგორც წითელი პომადა
3. თვალების გამოსაკვეთად ვიყენებ ტუშს
როგროც ჩვენს კანს ასევე თვალებსაც ჭირდება დაცვა, ამიტომ ყოველთვის მიმაქვს 2 ან მეტი მზის სათვალე, რომ მარტივად შევუხამო ჩემს გარდერობს.
სოციალური მედია ჩვენი ცხოვრების უდიდესი ნაწილია, თუმცა როდესაც დასასვენებლად მივდივარ ვცდილობ შედარებით ნაკლებად გამოვიყენო ტელეფონი და დავისვენო გარემოსამყაროსგან. ეს დრო მარტივად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ წიგნებით ან სამაგიდო თამაშებით. წინასწარ შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი წიგნი ჩრდილშიი წასაკითხად და სანაპიროზე დასასვენებლად ან თამაშები მეგობრებთან ერთად სათამაშოდ.
ჩემთვის პირადად, გარკვეული მუსიკა, ფოტო თუ ადგილი სხვადასხვა მოგონებებთან ასოცირდება. ამიტომ ყოველთის ვცდილობ მნიშვნელოვანი მომენტების დამახსოვრებას. მეც, როგორც ყველას ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება, თუმცა როგორც უკვე გითხარით დასვენების დროს ნაკლებად ვიყენებ ტელეფონს. ბოლო დროს უპირატესობას ვანიჭებ ფირის კამერას. შედეგის ლოდინი უფრო საინტერესოს ხდის ამ პროცესს და ყოველთვის მოუთმენლად ველოდები ახალი ფირის გამჟღავნებას.