P A T Studio

by Mary Bitchashvili

ბრენდის შესახებ

P A T studio 2018 წლის ბოლოს დაარსებული კონცეპტუალური ბრენდია. კოლექციებში არსებობს პერმანენტული ნივთი, რომელიც მუდმივად არსებულ ტრენდებს გვერდს უვლის.

იდეა და საბოლოო პროდუქტი ქმნის ფორმასა და კონცეფციას; ერთმანეთს უპირისპირებს გეომეტრიულ ფიგურათა მინიმალიზმს და ორგანიციზმს. ბრენდის დნმ და მისი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს ყველაზე დახვეწილ და ინტელექტუალურ ფემინურობას პროდუქტების საშუალებით.

მუდმივი, გამძლე პროდუქცია და დროთა განმავლობაში ახალი პროდუქტების დამატება,ავანგარდული, ხელნაკეთი,ძირითადი ღირებულებების უცვლელობა და ესთეტიკა არის ის, რაც დროს აუცილებლად გაუძლებს და უცვლელი დარჩება.

5
PAT STUDIO_5
1
PAT STUDIO_14
2
PAT STUDIO_15
3
PAT STUDIO_12
4
PAT STUDIO_11

ჩანთები და მათი სტრუქტურა

 

ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ სადა ფორმები გაუძლებს დროს. იდეა განახორციელა საუკეთესო მწარმოებელმა სამხრეთ ესპანეთში, ანდალუზიაში, სადაც ბოლო დროის ტექნოლოგიურ სიახლეებთან ერთად ტრადიციებია გაერთიანებული. მასალა არის იტალიიდან და ესპანეთიდან მოწოდებული ნაპა ტყავი, რაც განაპირობებს ხარისხს და თავის მხრივ ბრენდის მდგრად კონცეფციას. პეტ სტუდიო თანამშრომლობს არტისტებთან, მათ შორის: Jean Arp, Cesar Baldaccini, Larry Bell. ჩანთების მთავარი მახასიათებელი “მდნარი ჩამკეტია”.

 

ბრენდის ნიშური ბუნება, რაც მომხმარებელს ექსკლუზიურობის შეგრძნებას აძლევს, მუდმივად არის დამფუძნებლების მიერ კონტროლის ქვეშ, რათა გაყიდვები მაქსიმალურად სწორად იყოს მართული. ყოველი მოდელი უნიკალური უნდა იყოს, ატარებდეს მესიჯს და ფოკუსირებული იყოს ბრენდის ფილოსოფიაზე.

Patricia Sáinz Martín- დამფუძნებელი

მე დავამთავრე ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი და ყოველთვის ესთეტიკურ მხარეს ვაქცევდი დიდ ყურადღებას. ჩემთვის, ყოველი ნივთი ატარებს მინიმუმ ერთ იდეას, ყოველთვის არის რაღაც ფარული კონცეპტი ნივთებს მიღმა, რაც არასდროს უჩინარდება ატაებს მუდმივ მნიშვნელობას.

4
PAT STUDIO_3
1
PAT STUDIO_1
2
PAT STUDIO_4
3
PAT STUDIO_10

8 წლიანი გამოცდილების შემდეგ საგამომცემლო სექტორში – ესპანურ მოდის ჟურნალებში, გადავწყვიტე წავსულიყავი ლონდონში სამუშაოდ და მესწავლა. მოდის ბრენდში მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტე ჩემი შემექმნა და არავისთვის აღარ მემუშავა. ამ იდეით მე წავედი რომში, რათა მესწავლა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეწარმესთან – სალვატორე ნიკოსიასთან. აქ დაიბადა ჩემი პროექტი და შევქმენი კოლექცია. რაღაც პერიოდის შემდეგ დავბრუნდი ესპანეთში, შევქმენი P A T studio და ჩემი პირველი კოლექცია ამ ბრენდის სახელით.

ის რაც მიყვარს ჩემს ბრენდში არის არტისტული ბირთვი, თავისუფლება დიზაინის კუთხით და შექმნილი ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც საკუთარი თავის გამოხატვა სურთ.