ORMAIE Paris
ფრანგული სუნამოების ბრენდი Ormaie 2018 წლის ბოლოს დედა-შვილმა, Baptiste Bouygues-მა და Marie-Lise Jonak-მა დაარსეს. Ormaie ასოცირდება შემოქმედებით საფრანგეთთან – დიზაინერებთან, ფოტოგრაფებთან და მწერლებთან. სამხატვრო ხელმძღვანელი Constantin Brancusi-ს მოდერნიზმით იყო შთაგონებული, ხოლო ბრენდის მანიფესტი ცნობილმა მწერალმა და რუსული ბალეტის ისტორიკომა Guillaume de Sardes-მა დაწერა. Ormaie-ს მთავარი ღირებულება მისი ბუნებისდამი სიყვარულია, რაც ბრენდის სახელწოდებაშიც კარგად ჩანს Ormaie ერთ-ერთი ხის სახელწოდებაა.
ბრენდს დამახასიათებელ იერს სძენს მისი შეფუთვა. ბოთლები ფრანგული კომპანიის Saverglass-ის, მიერ გადამუშვებული მინისგან მზადდება, ხოლო თავსახურები ხისგანაა ხელნაკეთი. Baptiste Bouygues-ს სურდა სუნამოები ყოველგვარი სინთეზური კომპონენტის გარეშე შეექმნა, თუმცა მას ყველა უმტკიცებდა, რომ ეს შეუძელებელი იყო. მან ყველას საპირისპირო დაუმტკიცა და საბოლოოდ შვიდი 100%-ით ბუნებრივი სუნამო შექმნა.
Ormaie ძალიან უფრთხილდება მის რეპუტაციას და მხოლოდ სხვადასხვა კონცეპტუალურ მაღაზიებში გვხვდება, მათ შორის არის BUYERS-იც. მხოლოდ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ ბრენდის შვიდივე ინდივიდუალური და ნიშ სუნამო.