ნინი ჩიტაძე

by Mary Bitchashvili

ვცდილობ მოვიფიქრო როგორ დავიწყო ჩემი ისტორიის მოყოლა. გამხდარხართ თუ არა ადამიანი, რომელიც საკუთარი ისტორიით მეოცნებე და თავგადასავლების მოყვარული ბავშვისთვის შთამაგონებელია? იყო დრო, როცა მე ვიყავი ასეთი ბავშვი. დავიწყებ იმ დღით, როცა დედამ მწვანე ბარათი მოიგო და იმ დღიდანვე ყველაფერი შეიცვალა. 19 წლის ვიყავი, თბილისში ცოტა ხნის ჩამოსული მოსკოვიდან, სადაც გავიზარდე. ჩემს ბებიას ჰქონდა ტანსაცმლის მაღაზია, ამიტომ მოდა ჩემს ოჯახში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. წარმოუდგენელია ჩემი თავი იმაზე ფიქრის გარეშე, თუ როგორ უნდა გამოვიყურებოდე ამა თუ იმ სიტუაციაში, ასე გავიზარდე. 19 წლის ასაკში მქონდა ოცნება ვყოფილიყავი ტანსაცმლის დიზაინერი.

მწვანე ბარათის მოგების შემდეგ ჩემმა ოჯახმა გადაწყვიტა საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში წასულიყო და ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაგვეწყო. ამ ქალაქით თავიდან არ ვიყავი აღფრთოვანებული, ჩემი ოცნება ნიუ-იორკი იყო. პირველი ნაბიჯები გავიარე და დავიწყე მაკდონალდში მუშაობა. ამ პერიოდში შევხვდი ჩემს პირველ ამერიკელ შეყვარებულს, ის უკვეთავდა french fries-ის და შეიძლება ითქვას სამუდამოდ შეცვლა მან ჩემი ცხოვრება. 2008 წლის ცხელი ზაფხული იყო ლოს-ანჯელესში, ჩვენ გადავწყვიტეთ საკუთარი ბრენდი შეგვექმნა “Caviar and Cigarettes”. იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ სამსახურს თავი დავანებე. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სოციალური მედიის გარეშე მოხდა ამის პოპულარიზაცია, რაც გულწრფელად რომ გითხრათ, უფრო მაბედნიერებს.

გავაგრძელოთ… 21 წლის როცა გავხდი, ავიღე ბილეთი ნიუ-იორკამდე და ჩემს დასთან ერთად გადავედი ყოველგვარი დანაზოგის, ნაცნობების, დასარჩენი ადგილის გარეშე და ამის პარალელურად ორივე ვიყავით სავსე ოცნებებით, ინტერესებით და ასევე ჩემი დიზაინით შექმნილი ტანსაცმლით სავსე ჩემოდანიც თან მქონდა. გიჟური გადაწყვეტილება იყო არა? ყველაზე სასაცილო ნაწილი ამ ისტორიის არის ის, რომ Times Square-ზე ვიჯექი და ვყიდდი ჩემს ტანსაცმელს ტურისტებზე და ეს ამართლებდა ხანდახან. ჩვენ ვიყავით სახლის გარეშე, შემდეგ ვნახეთ სახლი, სამსახური და ცხოვრებაც ფანტასტიკური გახდა. ჯადოსნური 10 წელი გავატარე ნიუ-იორკში. ყველაფერი იყო ნამდვილი, ადამიანები აქ არიან ძალიან ნამდვილები. არ იყო გარშემო ტელეფონები, ინსტაგრამი, ინფლუენსერები, არაფერი მსგავსი. ჩვენ გვქონდა უზომოდ დიდი მხიარულება, ვერასდროს წარმოვიდგენ როგორი ვარ ამ პერიოდში ვიღაცის წარმოდგენაში, ფოტოებში. ვიცვამდით ისე, როგორც გვსიამოვნებდა, უსაზღვრო წარმოსახვის ფონზე. ჩემი ბრენდი წარმატებით გავაგრძელე ნიუ-იორკში, Soho-ში ორ მაღაზიაში ვყიდდი და 1 წელში იაპონიასა და ჰონგ-კონგის მაღაზიებამდეც მიაღწია.

ფიზიკურად წარმოება ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენდა, რადგან ეს იყო ხელნაკეთი ნივთები, ჩემი ყოფილი მეგობარი ბიჭი ამ ყველაფერს ამზადებდა ჩვენს ძველ სახლში, ჰარლემში. ჩვენი საერთო საქმის სირთულე გადაიზარდა ურთიერთობის ნგრევაში და ჩვენ დავშორდით. მე დავტოვე ყველაფერი და არც კი ვიცოდი რა გეგმა მქონდა მომავალში. ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდა, სანამ ერთმა ადამიანმა არ შეამჩნია ჩემი სამოსი და შემომთავაზა მოკლემეტრაჟიან ფილმზე მუშაობა, როგორც კოსტიუმების დიზაინერი. ეს ძალიან გასართობი, კრეატიული საქმე იყო, რასაც საინტერესო ხალხთან ერთად ვაკეთებდი საინტერესო ადგილებში, მაგრამ ეს არ იყო მოდა და სრულად არ მაკმაყოფილებდა.

შემდეგ შევხვდი ჩემს ახლა უკვე ყოფილ ქმარს. ის იყო ქუჩის ფოტოგრაფი და როგორც ხდება ხოლმე, მას შევხვდი ქუჩაში. ის იყო ჩემსავით ემიგრანტი და ძალიან ბევრი საერთო გვქონდა. უსაზღვრო სიყვარული, სტილის შეგრძნება და ელეგანტურობა იყო ის რაც მუდმივად გვქონდა. მისი გადაღებების “სთაილინგი” დავიწყე, ვთანამშრომლობდით სხვადასხვა პროექტებში. დროთა განმავლობაში გაგვიჩნდა უამრავი დიზაინერი მეგობარი და ვიღებდით უფრო და უფრო მეტს. ასე შევაბიჯე ამ სამყაროში. დავიწყე შეხვედრა სხვა ფოტოგრაფებთანაც, მყავდა ბევრი მოდელი მეგობარი, ვმოგზაურობდი უფრო ხშირად. ამ ყველაფერმა იმოქმედა ჩემს ქორწინებაზე და დავშორდით. ძალიან მძიმე და მტკივნეული იყო მაგრამ ჩემი გული მაინც მეუბნებოდა რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ხშირად გონებაზე უფრო მეტად ვენდობი შინაგან,სპონტანურ გადაწყვეტილებებსა და ემოციებს.

ამ პერიოდიდან გავხდი მოდის სრულ განაკვეთიანი ბოშა და დღემდე ვარ. ვაკეთებ უამრავ კრეატიულ საქმეს – ვასწავლე საკუთარ თავს  როგორი კუთხით, კომპოზიციით გადავიღო და ძალიან მიყვარს სხვადასხვა ფოტო და ვიდეო გადაღებების სცენის მიღმა კადრების გადაღება. მე მჯერა, რომ არ არსებობს შემოქმედებითობის საზღვრები და ჩარჩოები. როდესაც ადამიანები მეკითხებიან რას ვაკეთებ, ვპასუხობ, რომ “მე ვქმნი”, რადგან როცა ამ “კარს” აღებ, მილიონობით ვერსიაა შენს წინაშე იმის, თუ რა შეიძლება აკეთო. “სტაილინგი” ქსოვილებით ხატვაა. ძალიან ბევრი სტილისტია ჩემს გარშემო, რომელთა მიმართ უდიდეს პატივისცემასა და სიყვარულს ვგრძნობ, ისინი სამწუხაროდ ხანდახან ვერ იღებენ სათანადო აღიარებას, ისე როგორც ფოტოგრაფები. საბოლოო ჯამში ერთიანი ვიზუალის შექმნა უდიდესი ხელოვნებაა.

 

3
IMG_8870
1
IMG_8873-1
2
IMG_8882

ყველას ამის კეთება არ შეუძლია. შენ უნდა იცოდე ზუსტად, რა ეტაპამდე შეავსო “ლუქი”. ეს გამოხატვის მშვენიერი ფორმაა, ისევე როგორც ნახატებში. მე დღემდე ვსწავლობ, ვხდები ახალ შემოქმედებით ადამიანებს, იქმნება ახალი ისტორიები. ცხოვრება დაუსრულებელია და არასდროს იცი ის ერთ დღეს რას მოგიტანს. მე ვცდილობ ღია ვიყო შიშების, განცდების მიმართ და ვიცხოვრო ზიზღის და სინანულის გარეშე. ადამიანები არიან მასწავლებლები და ვცდილობ მათ ვუსმინო და ვისწავლო, ეს პროცესი იქამდე არ უნდა შევაჩეროთ, სანამ რეალური ცხოვრებისთვის ვიცხოვრებთ,