@makeupbrutalism – „ყველაზე საძულველი” სილამაზის გვერდი ინსტაგრამზე

by Elene Meskhia

თუკი, თვალის ლამაზი ჩრდილების, ან ტუჩზე საცხის სწორად წასასმელად Eszter Magyar-ის ინსტაგრამ გვერდს ეწვევით, დიდ იმედგაცრუებას იგრძნობთ.

2
IMG_3849
1
IMG_3836

ვიზაჟისტი თავის ინსტაგრამ გვერდს აღწერს, როგორც  „ყველაზე საძულველ სილამაზის გვერდს, 2018 წლიდან“.

მის გვერდზე ნახავთ, ყვითელი თხევადი საღებავით დაფარულ  თვალის რქოვანას,  დაგრძელებულ ხვეულ წამწამებს, აკრილის საღებავებითა და კრისტალებით დაფარულ გამონაყარს. ერთ-ერთ სურათზე მოდელს უსვია თვალის ფანქარი, წარწერით „იმედი მაქვს, დაბრმავდები“.

3
IMG_3837
1
IMG_3838
2
IMG_3840

ვიზაჟისტის შეფასებით მისი ნამუშევრები მკაცრი და სასტიკია.

„მე შეპყრობილი ვარ მახინჯი ესთეტიკით, არქიტექტურითა და ფოტოგრაფიით“, – ამბობს ესტერი, ბუდაპეშტში დაბადებული, ამჟამად კი ბერლინელი ვიზაჟისტი.

ესტერი მის სტილს აღწერს, როგორც “საკამათოს და აბსტრაქტულს“. ის ნამდვილად არის შთაგონებული მკაცრი ესთეტიკით.

„ხალხი სისასტიკეს სიმახინჯეს უწოდებს, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მათ ეს ყველაფერი არ ესმით, არ ესმით კონცეფციის საფუძველი. მე კი სწორედ აქ ვგრძნობ კავშირს ჩემს საკუთარ ნამუშევრებთან“.

3
IMG_3853
1
IMG_3854
2
IMG_3855

წარმატებული ინსტაგრამ გვერდების კონცეფცია ერთმანეთის მსგავსია. ესტერი კი თავის გვერდზე ისეთ ნამუშევრებს აქვეყნებს, რომელიც ნამდვილად უჩვეულოა იმ ინდუსტრიებისთვის, რომლებიც მუდმივად სრულყოფილებისკენ მიისწრაფიან.

როგორც ის ამბობს, მაკიაჟის კონკრეტული ტრენდები მონოპოლიზაციას ახდენს და სტანდარტებს უწესებს სილამაზის მისეულ, განსხვავებულ ცნებებს.

„მე კონკრეტული სტანდარტების წინააღმდეგ ვმუშაობ. ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია სრულყოფილებით და ახალგაზრდობით. მე ამის წინააღმდეგი ვარ”

3
IMG_3852
1
IMG_3856
2
IMG_3857

ესტერის შეფასებით, რაც უფრო იზრდება მისი ინსტაგრამ გვერდის ცნობადობა, მით უფრო იმატებს სიძულვილისა და აგრესიის შემცველი კომენტარები თითოეულ პოსტზე.

„ხალხი მეძახდა შემაძრწუნებელს და ამბობდნენ, რომ მე საზოგადოებაზე ცუდი გავლენა მქონდა“

ამბობს რომ, ცუდმა შეფასებებმა მისი ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ნამუშევრების შექმნა შთააგონა.

“მანკიერება ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა ჩემზე“, – ამბობს ესტერი.

„ამიტომ, გადავწყვიტე კომენტარები შემეგროვებინა და ახლა მათ, ჩემი ინსტაგრამის highlit-ებში ვტვირთავ. ამით ხაზს ვუსვამ, რომ ეს ნამდვილად არის ყველაზე საძულველი სილამაზის გვერდი ინსტაგრამზე“.

2
IMG_3859
1
IMG_3858

წყარო: https://i-d.vice.com/