BUYERS x TBC Status – ინტერვიუ გვანცა ჯიშკარიანთან

by Mary Bitchashvili

გვანცა ჯიშკარიანი არის ქართველი ხელოვანი თბილისიდან, რომელიც ძირითადად ინსტალაციის, სკულპტურის მედიებში მუშაობს. მისი ნამუშევრები ძირითადად იმ პარადოქსზეა, რომელიც სწორისა და არასწორის, ძველისა და ახლის, ზუსტი მნიშვნელობების ძიებისას იჩენს თავს. გვანცას ხელოვნება შთაგონებულია შემთხვევითობებითა და ინტუიციით. თითოულ ნამუშევარზე მუშაობას ის, მართალია, გარკვეული ჩანაფიქრით და იდეით იწყებს, მაგრამ არასდროს აკეთებს წინასწარ ესკიზებს. მას აინტერესებს, რა გავლენას ახდენს ტრადიციები, ცრურწმენები და კიჩური სახეები ყოველდღიურ ცხოვრებაზე; თუ როგორ იქმნება ემოციები, მოგონებები, შეხედულებები, პიროვნული თვისებები და საგნის სენტიმენტალური ღირებულება. გვანცა არის “პატარა გალერეისა” და “The Why Not Gallery” თანადამფუძნებელი და “წინანდლის პრემიის გამარჯვებული სახვით ხელოვნებაში.

-როგორია შენი დღის რიტმი
-დილის 6 საათზე მაღვიძებს ჩემი კატა. შემდეგ ვირგებ იმ როლს რაც მინდა, ვცეკვავ, ვმუშაობ ან საერთოდ არაფერსაც არ ვაკეთებ, რადგან ამის დრო მაქვს. ეს ყველაფერი ხუმრობით. ზოგადად, ენერგია ყველაფრისთვის და უფრო მეტისთვისაც მაქვს და ყველაზე მეტს მაშინ ვაკეთებ, როცა მილიონი რაღაც მაქვს გასაკეთებელი.

-რა მოქმედებს შენს დღეზე პოზიტიურად.
-ბოლო პერიოდში აღმოვაჩინე, რომ იმ აქტივობებიდან, რომლითაც სახლში ყოფნისას შეიძლება დავკავდე, ცეკვა და არაფრის კეთება ყველაზე მეტად მომწონს. ასევე დიდი ბედნიერება მოაქვს რაღაც ახლის გამოგონებისა და შექმნის პროცესს.

 -შენი პროფესიის გარდა რა გიტაცებს ყველაზე მეტად.
-ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მეორადებში სიარული, ნებისმიერი რამის კეთება რაც მოითხოვს რისკს და არის ახალი! ახალი! ახალი!

-სოციალურ ქსელებში ძირითადად რას ეძებ?
-როგორც წესი არაფერს, ძირითადად შევდივარ იმის გამო, რომ დავპოსტო.


-ის, რის გარეშეც ცხოვრება არ შეგიძლია
-შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ არასდროს არაფერი მენატრება, ვგულისხმობ ნივთებს. მიუხედავად იმისა, რომ ნივთები მიყვარს და მილიონი მაქვს, მათ გარეშე ცხოვრება ძალიან თავისუფლად შემიძლია.

-გვითხარი შენი გალერეების შესახებ

Patara Gallery

2017 წელს მე და ჩემმა მეგობარმა ნატამ მიწის ქვეშა გადასასვლელში არსებული მაღაზიის სივცე ახალგაზრდა არტისტების ექსპერიმენტებს დავუთმეთ, რათა გამვლელებისთვის მოულოდნელი გამოცდილება მიგვეცა იმ ადგილას, სადაც ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი იყო. ჩემთვის ეს სივრცე მოლოდინებისგან დაცლილი უნდა ყოფილიყო, რადგან როგორც არტისტმა საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ მოლოდინის გარეშე უფრო თავისუფალი ხარ და აკეთებ იმას, რაც ძალიან, ძალიან გინდა და არა იმას რაც მოსალოდნელი იყო, არ არის საჭირო იყო „სრულყოფილი“, „კარგი“ ან „გასაგები“.მას შემდეგ 17 ქართველი და უცხოელი არტისტი მონაწილეობდა ამ დადგმებში, ვისი გამოფენებიც ეწყობა შვედეთში, საბერძნეთში, გერმანიაში…2020 წელს შევიცვალეთ ადგილი და გადავედით ვაკის პარკის მიწის ქვეშა გადასასვლელში, სადაც პირველი ინსტალაცია იყო დიდი ზეიმი იმ მაგიური კერძებით, რაც ინგლისიდან მოწვეულმა შეფმა Jago Rackham-მა მოამზადა.

The Why Not Gallery

გალერეა Why Not Gallery ორი მეგობრის, ხელოვან გვანცა ჯიშკარიანის და კურატორ ელენე კაპანაძის საერთო პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს გამოფინოს საინტერესო ქართული და ინტერნაციონალური თანამედროვე ხელოვნება. გალერეა წარმოადგენს ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დაკანონებული მეინსტრიმ ნარატივის ნაწილი არ არიან და მათი შემოქმედება ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ინტერნაციონალური ხელოვანები კი განსხვავებული დისკურს შემოიტანენ თბილისის არტ სცენაზე. პროექტი ჩაფიქრებულია როგორც ექსპერიმენტი, შესაბამისად იგი მიესალმება ყველა სახის კრეატიულ ექსპერიმენტაციასა და მცდელობას. გუნდის მიზანია გამოფინოს ხელოვნება, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესოა ვიზუალურად, აქვს ძლიერი შინაარსი და აქტუალურ თემატიკას ეხება. მეორე წელს სტრატეგია შევცვალთ და დავიწყეთ „მომთაბარე გალერეა“ და გვქონდა ჩვენებები სხვადასხვა სივრცეებში, მათ შორის ანა ჩადუნელის სოლო გამოფენა გალერეა 4710-თან კოლაბორაციით, ასევე Camille Lévêque-სა და Lucie Khahoutian-ის გამოფენა პატარა გალერეასთან თანამშრომლობით. ამ თვეშ ვგეგმავდი ჩემს სოლო გამოფენას “ღია სივრცეში” მაგრამ ჰეი, კორონავირუსი. Why Not Gallery-ის ასევე აქვს მაღაზია, სადაც თანამედროვე არტისტებთან თანამშრომლობით ვქმნით ექსკლუზიურ ნივთებს (ასევე შარფი ჩემი დიზაინით ბაიერსში შეგიძლიათ შეიძინოთ). ამ მაღაზიით ვცდილობთ შევიტანოთ სიახლე იმ მოსაწყენ, უშნო და დაბალი ხარისხის ადგილობრივ მარკეტზე, მაგაალითად რასაც მუზეუმები გვთავაზობენ და წავახალისოთ ქართველი არტისტები და გავუჩნოთ მათ დამატებითი შემოსავლის წყარო.

5
IMG_1139
1
IMG_1130
2
IMG_1140
3
IMG_1152
4
IMG_1162


-როგორ შეხვდი შენს კატას. გვესაუბრე პატრონსა და შინაურ ცხოველს შორის რა კავშირები შეიძლება არსებობდეს სპირიტუალური კუთხით.

-ბავშვობიდან მიყვარდა ჰაიაო მიაძაკის ანიმე „კიკის მიტანის სერვისი“. ეს არის ამბავი 13 წლის ჯადოქარ კიკიზე, რომელიც ასაკის მიუხედავად თავგადასავლების მოყვარული, დიდი წარმოსახვის მქონე და უშიშარია. ჯადოსნური ცოცხითა და მოლაპარაკე კატა ჯიჯის დახმარებით ის მზად არის მთელი მსოფლიოს ზომის თავგადასავლებისთვის. ძალიან ბევრ მსგავსებას ვპოულობდი კიკიში და მისი კატაც ძალიან მიყვარდა, ვოცნებობდი მყოლოდა პატარა შავი კატა მწვანე თვალებით.. და წლების შემდეგ, დეიდაჩემმა იპოვა ზუსტად ასეთი კნუტი. ის ყველაზე საყვარელი და კეთილი კატაა. 3 ახალშობილი ფისოც კი იშვილა 2 წლის წინ და საკუტარი შვილებივით გაზარდა. ახლა 8 წლის არის, უამრავი რამ აქვს ნანახი,ჩემი ბევრი საიდუმლო იცის და ძალიან ბედნიერი ვარ ჯერჯერობით რომ არაფერს არ ამბობს.

-როგორ ინარჩუნებ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას ამ პერიდის განმავლობაში?
-ვაგრძელებ ვაკეთო ის, რაც მიყვარს (იღბლიანი ვარ იმის გამო, რომ ჩემი სფერო სრულად დაკავშირებულია ყველაფერ იმასთან, რაც მიყვარს) და გულახდილად რომ გითხრათ, საკუთარ თავთან მარტო ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს – ვცეკვავ, ვმღერი, ველაპარაკები ჩემს კატას, ზოგჯერ ვვარჯიშობ, ვიყურები ფანჯრიდან…


-შენი რეკომენდაციები (ფილმები, სერიალები, წიგნები)
-მიყვარს იორგოს ლანთიმოსის ფილმები – “ეშვი“ და „ლობსტერი“ , მაგრამ კარანტინისთვის ცოტა ზედმეტი შეიძლება იყოს. გირჩევთ სერიალს „შიშველი და შეშინებული“. წიგნები? მე მხოლოდ ჟურნალებს ვკითხულობ მაგრამ თუ მაინცდამაინც – დენიელ კანემანის „ფიქრი სწრაფად და ნელა“ სცადეთ, ჩემი საყვარელი წიგნია.

-კარანტინის შემდეგ პირველი ერთი კვირის განმავლობაში რის გაკეთებას აპირებ?