IDEAS FOR NEW YEAR’S NIGHT

by Mariam Abuladze

ახალი წელი ახლოვდება, ყველანი ვფიქრობთ ჩვენს  გეგმებზე,მომავალი წლის მიზნებზე, თუ რა გვსურს  რომ გავაკეთოთ ახალ 2020 წელს, მაგრამ ყველაზე დიდი კითხვაა… რა ჩავიცვა ახალი წლის ღამეს? 

თუ გაინტერესებთ, რა უნდა შეიძინოთ საახალწლო ლუქისთვის, აქ მოცემულია რამდენიმე იდეა თქვენთვის.

LITTLE BLACK DRESS

თუ გინდათ გამოიყურებოდეთ მარტივად და ელეგანტურად,პატარა შავი კაბა შესანიშნავი ვარიანტია თქვენთვის.ბევრმა შეიძლება იფიქროს,რომ ეს ძალიან უბრალო ლუქია, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე,თუ როგორ გაახალისებთ მას. პატარა შავი კაბა შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევთ  ექსპერიმენტებისათვის მასიური აქსესუარებით, ძლიერი მაკიაჟით ან ფერადი ფეხსაცმლით.

PS:მოკლე შავი კაბა უმჯობესია იყოს ტანზე მომდგარი, ხოლო გრძელი ტანზე გაშვებული

.

METALIZE

პრიალა მეტალის ქსოვილები სეზონის მთავარი ტენდენციაა,მათ აქვთ უნარი ყველა ლუქი საღამოს ჩაცმულობად გარდაქმნან. თქვენ უნდა ეცადოთ შეინარჩუნოთ ბალანსი მეტალის ქსოვილებთან, რომ არ დაემსგავსოთ რობოტს. მეტალის ტოპების მარტივი წყვილია მინი ქვედაბოლო, შავი შარვალი ან თუნდაც ჯინსი.

PS:შეგიძლიათ  გაიკეთოთ მარტივი მაკიაჭი, მეტალური ფერის თვალის ჩრდილებით.

SUIT

მოკლე კაბა არ არის ყველაზე სექსუალური გამოსავალი, როგორც ივ სე ნლორანმა თქვა, რომ არაფერია შარვალ კოსტუმში გამოწყობილ ქალზე მეტად მომხიბლავი.ახალი წლის ღამისათვის თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კლასიკური შავი პიჯაკი, შარვალი და შეუხამოთ ნათელი ფერის ზედას,ან წახვიდეთ უფრო დიდ რისკზე და შიგნიდან არაფერი ჩაიცვათ, მხოლოდ ლიფი და  ელეგანტური ყელსაბამი.

PS:მოუხდება მაღალი ქუსლები.

SHINE

მბზინავი მასალა საახალწლო ღამის თემატიკას იდეალურად უხდება, უმჯობესია შეიძინოთ კაბა ან ქვედაბოლო და მასზე გააკეთოთ აქცენტი. დისკოს 70-იანი წლების მოყვარულები დააფასებენ ამ ტენდენციას, თუმცა ასეთი ქსოვილი საკმაოდ დატვირთულია და მოითხოვს დაბალანსებას მუქი ტონებით.

PS:გაიკეთეთ მარტივი მაკიაჟი და წაისვით მუქი ფერის პომადა.

LEATHER

მთლიანი ტყავის ლუქი კიდევ ერთი იდეაა ახალი წლის ღამისთვის,თქვენ შეიძლება უკვე ბევრი ტყავის
ტანსაცმელი გინახავთ ამ სეზონზე,რადგან ეს მთავარი ტენდენციაა, მაგრამ ახალი წლის ღამისათვის, 
უმჯობესია არატიპიური ტყავის ფერების არჩევა.უფრო ყავისფერი ან პასტელური ტონები.შავი ფერის 
ტყავთან უნდა ფრთხილად იყოთ,რომ არ დაემსგავსოთ მატრიციდან გადმოსულ პერსონაჟს.
PS:შეუხამეთ ნაჭრის ან აბრეშუმის მასალის ფეხსაცმელი.