Jam Project – გიორგი ქებურიას კრუიზი 2021 კოლექცია
ეს არის რიგით მეორე კოლაბორაცია ბრენდ გიორგი ქებურიასთან, ჩვენ შევინარჩუნეთ კონცეფციის მთავარი კომპონენტი – პერსონაჟი და მისი ისტორია, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით პირველ ეპიზოდში.
პირველ ეპიზოდში ქალი ჩერდება“მოტელში”, “იაფფასიან”სასტუმროში, რაღაც გაუგებარი მიზეზით, შეიძლება გაუფუჭდა მანქანა ან დააგვიანა თვითმფრინავის რეისზე,ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ ის იძულებული გახდა აქ გაეტარებინა ღამე. ჩვენ არ ვიცით მისი ვინაობა, ასაკი, თუმცა აშკარაა, რომ ის არის მისთვის უჩვეულო, უფრო მეტიც მისი “სტატუსისთვის” მიუღებელ გარემოში, მისი ქმედებებიც ამიტომაა “უცნაური”, ჭამს “fast food”-ს , რასაც სხვა დროს, ალბათ არ შეჭამდა, იქექება ჩანთაში, განერვიულებული ეძებს რაღაცას, რაც ზუსტად იცის, რომ თან აქვს, მაგრამ ვერ პოულობს. ჩვენ ვეცადეთ, გვეჩვენებინა ამბის და მისი მორალური მდგომარეობის ბოლო ეტაპი – შეგუება.
სამუშაო პროცესი
მას ჰგონია, რომ ის ახლა იქაა სადაც უნდა იყოს, სადაც თავის თავს გრძნობს. მისი ქმედებები ისევ არაპროგნოზირებადია,იმდენად “ბედნიერია”, რომ შეუძლია მთელი ვნებით იცეკვოს ქუჩიდან ან მეზობელი ნომრიდან შემოსულ მუსიკაზე, ვერ გაიგონოს ტელეფონის ზარი, არ გაუღოს კარი სტუმარს, უბრალოდ იდგეს, ტკბებოდეს ზღვის ხედით და არ იმჩნევდეს მოსალოდნელ შტორმს.