რუტინა ახალ ცხოვრებაში

by Mary Bitchashvili

Covid 19-ის პიკი – “რა კარგია” ! მიმები, ნიუსები, ტიკტოკი, გამოწვევები, კარგი ხასიათის შესაქმნელად წინა წლების ფოტოების გაზიარება, კულინარია, რეკომენდაციები –  ამ ყველაფრის კეთება და ამავე დროს გაღიზიანება, თუკი ამას სხვა აკეთებს. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ამ დღეებმა აგრძნობინა, თუ როგორი “single” და მარტოა, ამაზე მიმიც არის, ზოგიერთი წყვილი კი პირადი სივრცის უქონლობაზე ფიქრობს.

#1 უთხარი არა გამოწვევებს

უფასო ვარჯიშები, დაგემოვნება კერძების (საკითხავია ნამდვილად გემრიელია თუ არა), თავის მოვლის რუტინა, “10 საუკეთესო წიგნი რომელიც პიროვნულად გაგზრდით” , დაუსრულებელი ინსტაგრამ სთორები, ჯგუფური ფოტოები, ზუმის სქრინშოთები, ფოტოები ფილტრებით,ფოტოები ოჯახის წევრებთან ერთად, რამდენიმე თვის წინანდელი ფოტოები მთვრალ მეგობრებთან ერთად კიბეებზე კლუბის/ბარის დატოვებისას (სიმართლე გითხრათ ეს მენატრება)

#2 უთხარი კი ყველაფერ დადებითს

 

ინსტაგრამის “დამისვი კითხვა”, ახალი ჰობი (ზოგი მიხვდა რომ ფანტასტიკურ ნახატებს ხატავს ), ონლაინ დალევა, სიგიჟისგან თავიდან ასაცილებელი ინდივიდუალური ტექნიკები, პირველად მომზადებული ნამცხვრები ( ვინმემ მასწავლეთ კერძი, რომელიც მაცივარში დიდხანს ძლებს)

არ ვარ ცინიკური. ამ ყველაფერს მეც ვაკეთებ, დაუსრულებლად, ყოველ დღე, მერე რა… ყველფერი კარგად არის. საოცრად კარგად.

#3 ხანდახან არაფრის კეთება

საუკეთესო გზა ხანდახან შეიძლება იყოს სრული მოდუნება. ხანდახან სოციალურ ქსელებში 24/7 ზე საუნტერესო ჰიპერაქტიურობას თვალი უნდა ავარიდოთ და არაფერია იმაში სამარცხვინო, რომ სახლში უბრალოდ მოვეშვათ და ვაკეთოთ ა რ ა ფ ე რ ი.