ვინტაჟური კინოპოსტერების გალერეა პარიზში

by Mary Bitchashvili

ზუსტად მახსოვს 5:15 წუთზე მივრბოდი როდინის მუზეუმისკენ Rue de Babylone-ის ქუჩაზე. ეს ორი დეტალი არ დამავიწყდება, რადგან სიჩქარის გამო მუდმივად საათს ვუყურებდი და ადგილი, რომლის შესახებაც ვწერ, მაშინვე ვნახე რომელ ქუჩაზე იყო (68 RUE DE BABYLONE). 
ფანჯარაში დაახლოებით A2 ფორმატის პოსტერი დავინახე, მიქელანჯელო ანტიონის ფილმიდან “Blow Up”.შესვლისთანავე მაღაზიის მფლობელი გამეცნო და რამდენიმე წუთში ამ ფილმის 1967 წლის აფიშა გაშალა.მაშინვე წარმოიდგენთ ფრანგ გოგოებს კინოთეტრის რიგში როგორ უყურებენ ვანესა რედგრეივს და წარმოიდგენენ სიუჟეტს წარწერის მიღმა.


გალერეა Ciné-Images დაარსდა 1975 წელს Jean-Louis Capitaine-ის მიერ, რომელიც მუშაობდა კინოთეატრში LA PAGODE 70-იანი წლების დასაწყისში. მისი ავტორობით გამოიცა წიგნები კინოთეატრის შესახებ, იყო ადმინისტრატორი პარიზის კინორეკლამის მუზეუმში, რომელიც ახლა პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმს ეკუთვნის.
2012 წლიდან გალერეას ხელმძღვანელობს კინოპოსტერების სფეროში 20 წლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტი Alexandre Boyer. მან მითხრა, რომ ყველაზე ძვირი, რაც ოდესმე პოსტერის შესაძენად გადაუხდია იყო საბჭოთა კავშირის კინოთეატრის პოსტერი, რომელიც ელჩისგან შეიძინა და თუ მე მოვახერხებდი ვინტაჟური  პოსტერის პოვნას, დავკავშრებოდი.
გარდა ძველი პოსტერებისა, გალერეაში შეხვდებით ახალ პოსტერებს, ძირითადად კომიქსებზე.

5
1
2
3
4

 

 

პოსტერების შეძენა შეგიძლიათ გალერეის ვებსაიტზე: https://cine-images.com/