ნიუ-იორკი (ნაწილი მესამე)

by Mary Bitchashvili

მე ვარ რუსა ჯანაშია, 28 წლის. 2 წელია რაც ნიუ-იორკიდან თბილისში დავბრუნდი და მიუხედავად დასაწყისში თანამდევი სირთულეებისა, მე აქ ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი და კარიერისთვის ოპტიმალური გარემოც.
მოგზაურობა ბედნიერს მხდის და ახალ ქვეყანაში ადგილობრივად თავის შეგრძნობა ჩემი ერთ-ერთი უნარია. კულტურის შეცნობა, ახალი ადამიანები, თავგადასავლები, ამ ყველაფრისთვის ყოველთვის მზად ვარ. ყველაფერს შორის, რაც ჩემს წარსულშია, ნიუ-იორკია ადგილი, რომელსაც ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს არის ჩემი ცხოვრების უამრავი გამოცდილებისა და ბედნიერი მომენტებისგან შემდგარი 6 წელი.შესაძლოა გუგლის პრიორიტეტულ ადგილებში არ შედის ჩემი შერჩეული ადგილები, თუმცა დამიჯერეთ,ნამდვილად ღირს ესტუმროთ.

-კომფორტის ზონა
-Café Mogador. სახლში ყოფნის შეგრძნებას იწვევს ინტერიერი, დიდი მწვანე მცენარეები, შიდა და გარე სივრცე, ბარი, მეგობრული პერსონალი. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სამზარეულო, მათ შორის ბერძნული, ასევე მოროკოული კერძები.კაფე განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც ეძებს ადგილს საუზმისა და ლანჩისთვის.

3
1
Café Mogador
2

-Coffee Spot
-თუკი მეგობრებს ვხვდებოდი ან  day-off-ს ვიყენებდი კვლავ უამრავ იმეილზე პასუხის გასაცემად, არჩევანს ვაკეთებდი
La Colombe-ზე, (Lower East or Devocion in Williamsburg). თუკი ძალიან მეჩქარებოდა Blue Bottle და Oslo (აქ საუკეთესო ყავა აქვთ საუკეთესო ფასად).

 

-ადგილი,სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ
-Lucien café  East Village-ში. აქ ვხვდებოდი მეგობრებს, ბევრ საინტერესო ადამიანს, რომლებიც რეგულარულად სტუმრობდნენ კაფეს და ქმნიდნენ პატარა სოციუმს, რომლის წევრადაც ვგრძნობდი თავს. ეს არის პატარა პარიზი ნიუ-იორკში.Café Select, რომელსაც ასევე french vibe აქვს.


-სტრესის მოხსნის საუკეთესო გზა
-შაბათ-კვირას  Output, სანამ დაიხურებოდა. ბრუკლინში: The House of Yes, Elsewhere, Black Flamingo.მანჰეტენზე: NuBlu, Paul’s Baby Grand და მოგვიანებით Paul’s Casablanca, Berlin, Elvis’ Guest House (სანამ დაიხურებოდა). მაგიდის თამაშები და ალკოჰოლური სასმელები, განსაკუთრებით ლუდი.Fat Cat ამისთვის საუკეთესო ვარიანტია, სადაც უსმენ როკ მუსიკას ან ჯაზ ბენდებს.

-Green spot
-By Chloe – პატარა ვეგანური რესტორანი სოჰოში,მოგვიანებით  ვილიამსბურგში გაიხსნა. ამ ადგილმა ჩემი ცხოვრების წესი შეცვალა.საყვარელი კერძები: Guac burger და Quinoa Taco.

-ზაფხულში მნახავთ
-McCarren park (Tompkins Square Park ან Washington Square Park), სადაც ვასეირნებდი მეგობრების ძაღლებს ან ვკითხულობდი წიგნს.ზოგჯერ Rockaway beach ან Coney Island სიცხისგან თავის დასაღწევად.

-shopping spot
-Search & Destroy St. Marks-ზე, ცნობილი როგორც დემონური ადგილი.აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ტყავის ქურთუკები, როკ ჯგუფების მაისურები. თავიდან ვეწვიე Burning Man-ის outfit-ის შესარჩევად.


-ადგილი, რომელიც მოსაწყენი არასდროს ხდება
-ვინტაჟ მაღაზიები:Horizons Vintage, Awoke, Monk, Arbor Vitae, Mirth, Beacon’s Closet, The Break. ყველა ჩამოთვლილი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის. თუ ნამდვილად მოყვარული ხართ ვინტაჟური ნივთების, Williamsburg-Greenpoint-ის მაღაზიებს უნდა ეწვიოთ. საუკეთესოა Malin Landaeus და What Goes Around Comes Around.

-თუ ნიუ-იორკში ხშირად ხართ, უნდა ეწვიოთ…
-Soho House-ის სასტუმროთა ქსელი(განსაკუთრებით აუზი ცხელ ამინდში ნამდვილად თავის დაღწევაა).
Ludlow House, ერთ-ერთ ყველაზე ქულ ადგილას მანჰეტენზე,სადაც ეწყობა წიგნების პრეზენტაციები, კონცერტები, აქ შეგიძლიათ გაატაროთ მთელი დღე და აღმოაჩინოთ ახალი, საინტერესო ადამიანები.

 

-ნიუ-იორკი შენთვის ხდება
-მასობრივი სიგიჟის, შუა ღამით ცარიელ მატარებელში მგზავრობის, მაღალი ფასების შემდეგ თუ თავი საბოლოოდ მაინც კომფორტულად იგრძენი, ამ არეულობის ნაწილი ხდები  და ეს უკვე შენი სახლია.