ნიუ-იორკი (ნაწილი მეორე)

by Mary Bitchashvili

-მე ვარ თაზო ჟორჟოლიანი, 27 წლის. 13 წლის ვიყავი როცა ნიუ-იორკში გადმოვედი, რაც თითქმის ჩემი ცხოვრების ნახევარია. ვსწავლობდი Chelsea High School-ში, ამჟამად გავდივარ მაგისტრატურას ნიუ-იორკის უნივერსიტეტში. აქ ადვილად შეიძლება რეალობასთან კავშირი დაკარგო და ის, რაც ძალიან რთულ დროს დამეხმარა იყო Five Points Academy, Muay Thai gym Soho-სთან ახლოს. საბრძოლო ხელოვნება თავისთავად ძალიან კარგია მაგრამ ამ ადგილის მთავარი არსი მაინც უფრო იმაშია, რომ ყველა წევრი ერთ სოციუმს ქმნის, რომლის მთავარი მიზანი პროგრესია. ფსიქიკისთვის რთულია ისეთ ქაოტურ ქალაქში ცხოვრება, როგორიც ნიუ-იორკია.

-კომფორტის ზონა
-Quinoa Kitchen.ერთერთი ყველაზე კარგი და ჯანსაღი ალტერნატივა.

-საუკეთესო ყავა ნიუ იორკში
-ჩემთვის მნიშვნელოვანია ესთეტიკური ელემენტები. Black Brick Coffee on South 1st and Bedford Ave ხშირად ჩემი არჩევანია, სადაც კარგი ბარისტები და ქულ შიდა ეზოა.

-ადგილი, სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ.
-The Lot Radio ჩემთვის სახლია.არაკომერციული რადიო სადგური ბრუკლინში, რომელიც ყოველ დღე 24/7 ღიაა.ცარიელ ტერიტორიაზე მხოლოდ გადაკეთებული კონტეინერია.ერთ-ერთი ყველაზე “ჩილ” ადგილია ნიუ-იორკში.


-ზაფხულში ძირითადად ვარ…
-დღის ფართებზე. Mister Sunday at NOWADAYS, rooftop party ბრუკლინში.


-წამიერად დასამახსოვრებელი ადგილი
-იაპონური საკე ბარი Decibel, Sain Marks-თან ახლოს.

-Shopping spot
-The Evolution store.მწერების და ჭიების ტკბილეული.

-ადგილი, რომელიც მოსაწყენი არასდროს ხდება.
-ღია ცის ქვეშ ბაზრობები, ქუჩის ბაზრობები, ასევე ახალი გალერეების აღმოჩენა.

-საუკეთესო ბარი
-Westlight bar in Brooklyn.ერთ-ერთი საუკეთესო ხედით მანჰეტენზე.

-ნიუ-იორკი შენთვის ხდება
-მოულოდნელი გამოცდილებები.

-ადგილი, სადაც ვიწყებ ჩემს თავთან ფიქრს.
-Whitney Museum. ადგილი სადაც შემიძლია განვიტვირთო, რაღაცეებზე კარგად დავფიქრდე.