Angela Hill – რეალისტური ფოტოგრაფი
ბაიერსი წარმოგიდგენთ ინტერვიუს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნების მაღაზიის თანადაფუძნებელთან ანჯელა ჰილთან. ჰილი ადრეულ 90-იან წლებში ცნობილი გახდა მოდის ფოტოგრაფიით და თანამშრომლობით ისეთ სახლებთან, როგორებიცაა: Comme des Garçons და Balenciaga. 1990 წელს დააარსა საკუთარი ჟურნალი VERY. დღესდღეობით David Owen-თან ერთად კურირებს წიგნებისა და ჟურნალების სელექციას რამდენიმე ქალაქში, მათ შორის: ლონდონში, პარიზში, ნიუ-იორკსა და ტოკიოში. მათ მუდმივი კუთხე აქვს მულტიბრენდულ მაღაზია Dover Street Market-ში.

Dressed for breakdance. Dress for breakfast. Eliot Sumner Photographed by Angela Hill in the morning light. and styled by @omaimasss. Always wake up to @marfajournal
სილვია, ნიქოლა ჟესქიე,პარიზი.
ეს ფოტოები იყო ერთ-ერთი იაპონური ჟურნალისთვის, თუ არ ვცდები ეს იყო Madame Figaro. როდესაც Balenciaga-ს მაშინდელ დიზაინერს, Nicholas Ghesquiere-ს თხოვეს ფოტოგრაფის არჩევა, მან მე ამირჩია.
ელიზაბეთი და სტენფორდის ფოტოები
მე ელიზაბეთი ვიპოვე ლონდონში, ზუსტად არ მახსოვს მაშინ მისი ასაკი, თუმცა, მე ვთხოვე მოეცა ჩემთვის მშობლების ტელეფონის ნომრები. მე დავურეკე მამამისს და ვთხოვე ჩემთვის ნება დაერთო ფოტოები გადამეღო მისი შვილისთვის, ის ძალიან ფორმალური აღმოჩნდა და წერილის მიწერა მთხოვა. ასე მოვიქეცი და ისიც დამთანხმა. ელიზაბეთი რამდენჯერმე გადავიღე სხვადასხვა ჟურნალისთვის, მაგრამ სტენფორდის ფოტოები იყო ჩემი ჟურნალისთვის VERY. ის მაშინ სომერსეტში, თავის სკოლაში იყო და მე შემდეგი ნომრისთვის მჭირდებოდა მისი გადაღება. უახლოეს ქალაქში ჩავედი მის სკოლასთან ახლოს, მას სტენფორდის ზედა ეცვა, რომელიც ძალიან მიყვარს. ელიზაბეთმა მითხრა, რომ მის ამერიკელ დედას ჰქონდა სტენფორდი დამთავრებული. ძალიან ცოტა დრო მქონდა გადასაღებად და ისიც სკოლიდან მკაცრი დროის კონტროლით იყო გამოშვებული.
PURPLE Magazine
ეს ჟურნალი მისი ადრეული წლებიდან მიყვარს. მე წავედი მის ერთ-ერთ თანადაფუძნებელთან Ellen Fleiss-თან შესახვედრად პარიზში და მან ამის შემდეგ მთხოვა რამდენიმე ედითორიალის გადაღება. ჩემთვის ყოველთვის ამაღელვებელი იყო თითოეული პროექტი.
როგორ აღწერ შენს თავს, როგორც ფოტოგრაფს?
მე მომწონს ყველაფერი რეალისტური და რაც შეიძლება დოკუმენტური. ვიღებ მხოლოდ 35mm ფირის კამერით და სწორედ იმ შედეგს მაძლევს, რაც საბოლოო პროდუქტში მინდა. მაქსიმალურად ხშირად ვიღებ ბუნების ფონზე, პორტრეტებს იშვიათად.
პირველი კამერა
NIKON F4
რა აღგაფრთოვანებს მომავალზე ფიქრის დროს?
შემეცნება რაიმე ახლის
Enjoy Mica. Sofia in the very limited IDEA shirt made exclusively for Monday’s book launch and signing at @doverstreetmarketnewyork.
@sofiamalamute by @angelahill22
რას დააბრუნებდი წარსულიდან?
მხოლოდ წინ ვიხედები
რამ იქონია შენზე დიდი გავლენა?
კონკრეტულმა სახეებმა, სხვადასხვა სტილმა, ფილმებმა, წიგნებმა, მოდამ … ძირითადად ადამიანების ვიზუალმა, ის რითაც საკუთარ თავს მაჩვენებენ, როგორც გამოიყურებიან.
Schoolgirls Barbican, London. Comme Des Garcons. VERY Magazine
ბუნება, მცენარეები, წიგნები, ოჯახი.
სავარაუდოდ ეს იყო შავ-თეთრი პორტრეტი გოგონასი, რომელსაც მიწისქვეშა პარკინგზე შევხვდი – მას ეცვა კლასიკური თრენჩი – ეს სტილი დღემდე ძალიან მიყვარს.
Freddie in Berlin Purple Magazine Styled by Anna Clausen Photo Angela Hill Wearing Lacoste and Henrik Vibskov
დაასრულე წინადადება
მიყვარს სურნელი…გერანისა და ბენზინის
ბუნებრივი მიზიდულობა მაქვს … ჰარმონიული ინტერიერის შექმნის.