ეკო მეგობრული ჩანთები თბილისში

by Mary Bitchashvili

თბილისის ერთ-ერთი კონცეპტუალური მაღაზია და პირველი მდგრადი კონცეფციით მომუშავე ბრენდი დოთსი 2016 წლიდან არსებობს თბილისის ძველ უბანში, კოტე აფხაზის 22 ნომერში. რამდენიმე დღეა, რაც მაღაზიაში ჩანთების ახალი კოლექცია განთავსდა დოთსის ახალ ფილიალებში: გალერეა თბილისსა და სითი მოლში. თითოეული მოდელი წლების განმავლობაში დარჩენილი ნაჭრების სელექციიდან სხვადასხვა პრინტის, სუბლიმაციისა და კომბინაციის შედეგად შეიქმნა.

ზებრა ჩანთა – მცირე ზომის ნახევრად გამჭვირვალე პიუს (პოლიურეთანი) ხელჩანთა, 2016 წლის კოლექციიდან დარჩენილი ნაჭრის გამოყენებით შეიქმნა.

დიდი და საშუალო ზომის კომბინირებული ჩანთა. სიმსუბუქე ამცირებს ჩანთის დამატებით წონას. დიდი ზომის ჩანთა კომფორტულია მათთვის, ვისაც უწევს პერსონალური კომპიუტერის ტარება, მხარზე მყარად ფიქსირდება და მიუხედავად მკვეთრი ფერისა, ნებისმისერი ტიპის ადგილისთვის შესაფერისია, მათ შორის ზღვის სანაპიროსთვის.

მცირე ზომის სამოგზაურო ჩანთა, რომელიც არის ძალიან ტევადი და განკუთვნილი მოკლე ვადიანი დასვენების დღეებისთვის. ნახევრად გამჭვირვალე პიუს (პოლიურეთანი) ქსოვილი, ასევე 2016 წლის კოლექციიდან.

დიდი ზომის ქეჟუალ მხრის ჩანთა ყოველდღიური მოხმარებისთვის. მუქი ფერების კომბინაცია ამარტივებს სხვადასხვა ტიპის სამოსთან შეხამებას და სარჩული მატებს მეტ სიმყარეს, რაც დიდი ხნის განმავლობაში მოგცემთ ბევრი ნივთის ტარების საშუალებას ჩანთის დაზიანების გარეშე.

პატარა ზომის მსუბუქი პოლიეთილენის მწვანე ხელჩანთა განკუთვნილი მცირე ზომის ნივთებისთვის.