სილამაზის პროდუქტები ქიმიოთერაპიის დროს
ბრენდი Violets Are Blue შექმნა სინტია ბესთემენმა 2015 წელს. ის დაიბადა სიეტლში და შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად ნიუ-იორკში ორეგონის თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების, რათა მას როგორც მსახიობს გზა ეპოვა. ის ბროდვეიზე მუშოაბდა 10 წლის განმავლობაში და შემდეგ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბროკერი გახდა. 2011 წელს მას მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და სინტიას კარიერული წინსვლაც შეჩერდა.
“სხივური თერაპიის დროს ვგრძნობდი როგორ გამოიფიტა ჩემი ორგანიზმი. ფრჩხილები მტყდებოდა, თმა გაუხეშდა. ვგრძნობდი, რომ უდაბნოში უწყლოდ დარჩენილი ვიყავი და თან არც მზისგან დამცავი საშუალება მქონდა და არც ქოლგა. კანი მტკიოდა. მაგრამ ძალიან მალე გავიაზრე, რომ ამ მდგომარეობის ბენეფიტი იყო მოტივაცია აღმომეჩინა უამრავი სრულიად ნატურალური კანის მოვლის პროდუქტი და სწორედ ეს გახდა ჩემი ბრენდის ხელწერა – მქონოდა ხაზი იმ ქალებისთვის, ვისაც აქვს სიმსივნე და ეძებს კანისთვის ძლიერ დამატენიანებელს. თითქმის უკონკურენტოა დღეს ეს მიმართულება და მომავალში სილამაზის ინდუსტრია ამ ქალებისთვის ბევრად უფრო მეტი ინტერესით უნდა ჩაერთოს პროდუქციის შექმნის პროცესში.”
სინტიამ მთელი თავისი ცოდნა და მონდომება გამოიყენა და არა მხოლოდ ნატურალური პროდუქტები შექმნა, არამედ მთელი მისი შეფუთვა და კონცეფცია გადამუშავებად, მდგრად კონცეფციაზე ააგო. ბრენდის ფილოსოფიის ნაწილია ასევე სიმარტივე და უბრალოება.
ბრენდის საიტზე შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ქალების მკურნალობაში და შეტანილი თანხის 100% მათ მკურნალობას მოხმარდება. ასევე შეძენილი ნივთის ღირებულების 10% ასევე მათ გადაერიცხებათ.