BUYERS X TBC Status – ინტერვიუ ელენე მახარაშვილთან

by Mary Bitchashvili

ელენე მახარაშვილი ქართველი მოდელია, რომელიც რამდენიმე წელია ამერიკაში, ლოს ანჯელესში ცხოვრობს. მას ნატუტა ბაგრატიონთან ერთად ვინტაჟური მაღაზია Cherry On Top Vintage LA აქვს. ნოემბერში გაიმართება ფილმის პრემიერა „ახლა ყველაფერია“ (Now is everything), სადაც მან პირველად ითამაშა მეუღლესთან, ირაკლი კვირიკაძესთან ერთად.

-რა სირთულეებთან არის დაკავშირებული სხვა ქვეყანაში ცხოვრება?
-ხშირად ვმოგზაურობდი, ბევრ ქვეყანაში მიწევდა ცხოვრება.ამერიკა ჩემში თავიდანვე განსაკუთრებულ დამოკიდებულებას აჩენდა. სირთულეების მიუხედავად, აქ ყოფნის პირველივე დღიდან თავი უცხოდ არ მიგრძვნია. ყოველდღიური გამოწვევები პიროვნულად მზრდის და სწორედ ამიტომ მიყვარს ლოს ანჯელესი.

-ყველაზე რთული გადაწყვეტილება რაც მიგიღია როგორც მოდელს.
-სიმართლე რომ გითხრათ, დედა სააგენტოს დამსახურებაა ის, რომ პრობლემები ჩემს სფეროში არ მქონია. ორგანიზებული და ჩემთვის სწორი გადაწყვეტილებების გამო.თავს იღბლიანად ვგრძნობ და მადლიერი ვარ ამის გამო.

-რა არის შენთვის მოდის განუყოფელი ნაწილი.
-ბექსთეიჯი, მოდელები, გართობა…

-ცვლილებები ბოლო წლების განმავლობაში.
-ბოლო 3 წლის განმავლობაში ძალიან სწრაფი პროგრესი იყო, რაც ნიუ-იორკში ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. ეს იმ საოცარი ადამიანების დამსახურებაა ვისაც შევხვდი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ნიუ-იორკული ცხოვრების სტილის , რამაც შესაძლებლობების ბევრად ფართო სპექტრი დამანახა.

-შენი ყოველდღიური რუტინა
-ვიღვიძებ დილით ადრე ,ჯანსაღი საუზმის შემდეგ ნახევარი საათი ვვარჯიშობ,ვსვამ ბევრ წყალს,ველოსიპედით მივდივარ სახლიდან სამსახურამდე და ადრე ვიძინებ სამსახურის შემდეგ.

-შენი მაღაზია Cherry On Top Vintage LA მოდის დეკადების გაერთიანებაა, ნივთები წარსულიდან, რასაც კვლავ აცოცხლებ.გვითხარი მეტი შენს სელექციაზე და იმ პროცესზე, რაც  თან ახლავს.
-მე და ჩემი პარტნიორი ნატუტა ბაგრატიონი კალიფორნიაში ვმოგზაურობთ სხვადასხვა საინტერესო ნივთების აღმოსაჩენად. წინასწარ თემატიკა არასდროს ვიცით. შთაგონება პროცესში მოდის და ძალიან სახალისოა.

 

2
1


-როგორ და რა გზით ახერხებ კომუნიკაციას შენს გამომწერებთან.

-ამ ეტაპზე ვებსაიტი არ გვაქვს.ინსტაგრამის საშუალებით ვახერხებთ მუდმივად მივიღოთ feedback, გავცეთ პასუხი ნებისმიერ შეკითხვაზე.

-კომფორტის ზონა ლოს ანჯელესში.
-Echo Park Lake

2
1

– ფილმი „ახლა ყველაფერია“ (Now is everything) შენი პირველი სამსახიობო გამოცდილებაა. რასთან იყო დაკავშირებული შენთვის ეს სიახლე.
– დიახ ეს ნამდვილად პირველი გამოცდილება იყო და საკმაოდ რთული. ეს სფერო მოითხოვს დიდ დროს, რაც მე ამ ეტაპზე არ მაქვს ჩემი სხვა ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა მომავალში საინტერესო შემოთავაზების შემთხვევაში ჩემი შესაძლებლობების 100%-ს გამოვიყენებ.

QUICK FIRE

-საყვარელი ადგილი
-Intelligentsia coffee shop,Silverlake
-ბუნებრივად მიჩნდება კავშრი ადამიანთან, რომელიც
-აზრებით მგავს და ისეთი შეხედულებები აქვს როგორც მე.
-ის რამაც გამაოცა
-პიროვნული თვისებების მრავალფეროვნება.
-იღბლიანი ვარ იმის გამო, რომ…
-მიყვარს ჩემი ცხოვრება.

 

LA GUIDE

-დასამახსოვრებელი მომენტი
-ჯოშუას ხე ღამით

 

2
1


-ღამის ცხოვრება ლოს-ანჯელესში.
-Stella bar, Good Times at Davey Wayne’s,Akbar,Mama Shelter’s rooftop

-საუზმე ლოს-ანჯელესში
-Blue jam cafe, Botanico Cafe

-LA shopping spots
-Silver lake flea market,Recess la,Shop super street,Shop sleeper,Sunbeam vintage, what goes around nyc and many more..

3
Mama Shelter’s rooftop
1
Silver Lake Flea Market
2
Blue jam cafe