In Private – ალექსანდრე ახალკაციშვილი

by Mary Bitchashvili

ალექსანდრე ახალკაციშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი დიზაინერია, რომელიც მატერიელისთვის რამდენიმე წელია ქმნის კოლექციებს და 2018 წელს თბილისის მერსედეს ბენც მოდის კვირეულზე საკუთარი სახელობის ბრენდიც წარადგინა. დღეს მატერიელი იყიდება ისეთ მაღაზიებში როგორებიც არის:BERGDORF GOODMAN ,FRANKIE SHOP, SSENSE და ა.შ. ხოლო თავად დიზაინერის ბრენდი შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ ონლაინ პლატფორმებზე: BROWNSFASHION, NET-A-PORTER, MODA OPERANDI.მისი ხელწერა მინიმალიზმი, მამაკაცურობისა და ფემინურობის ბალანსი და ტექნიკური სიზუსტეა. ბაიერსის გუნდი წარმოგიდგენთ ინტერვიუს დიზაინერთან იმ ასპექტების შესახებ, რაც საბოლოოდ მას ქმნის, როგორც პიროვნებას.

TABLE-TALK WITH BUYERS

რა არის დღეს შენი ყველაზე დიდი ამბიცია
ოცნება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგია და ვფიქრობ არ უნდა შევწყვიტოთ, მე მაინც ვიტყოდი, რომ მაქვს მიზანი. ეს შეიძლება იყოს ბრენდის განვითარებისთვის, მაგალითად იყიდებოდეს კარგ ონლაინ პლატფორმებზე.თუ რაღაცაში ენერგიას დებ და ყოველ დღე მუშაობ, ეს მიზანია. მაინც მგონია, რომ მიზანია ყველაფერი. მგონია, რომ ოცნებობენ ადამიანები, რომლებიც სწორად და მიზანმიმართულად არ მიდიან და შრომა აქ დიდ როლს არ თამაშობს. ოცნება შეიძლება იყოს ზებუნებრივი ძალის სურვილი, ხოლო მომავალში სასურველის მიღწევა მიზანია, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს.

რა განაპირობებს სტაბილურობას და პროგრესულობას შენს სფეროში.
პირველ რიგში ხასიათი, დამოკიდებულება,შედეგი და სწორად გადანაწილებული პრიორიტეტები.ყოველთვის ვარ უკმაყოფილო და ვაკვირდები შედეგს და ვითვალისწინებ იმ ნიუანსებს, რამაც არ დამაკმაყოფილა.ასევე სწორი დამოკიდებულება იმ ადამიანებთან, ვინც ჩემთან ერთად მუშაობს, ამის შედეგად მიიღწევა ხარისხი.


რა მოქმედებს პოზიტიურად შენს ხასიათზე?
მცენარეების მოვლა. მაქვს ბონსაი, 4 ჯიშის ფიკუსი, მონსტერა და დრაცანა. ასევე მეგობრებთან ერთად ღვინის დალევა და მათთან საუბარი, რასაც ხშირად ვერ ვახერხებ დროის გამო.

უფრო მეტად გაბედული რომ ყოფილიყავი ვიდრე ხარ, რა იქნებოდა დღეს განსხვავებული შენს ცხოვრებაში?
ალბათ უფრო ბევრ ადამიანს ეცოდინებოდა ვინ ვარ , მაგრამ მე კომფორტს მიქმნის ის მომენტი, როცა დღეს ბევრი არ მიცნობს.

6
6
1
8
2
10
3
12
4
5
5
17

რის შესახებ დაწერდი წიგნს?
ჩემი განვლილი ცხოვრების შესახებ. ვგულისხმობ იმას საიდან დავიწყე და რა ეტაპზე ვარ ახლა.

დაასრულე წინადადება: “თუ ვინმე მიცნობს კარგად, მან იცის, რომ … “
კომუნიკაცია უნდა შეწყვიტოს, როცა ძალიან გადატვირთული და დაღლილი ვარ.ზოდიაქოთი ტყუპები ვარ. დილა იწყება ყოველთვის ყავით, მაგრამ მანამდე ყოველთვის ვსვამ კითხვას ჩემს თავთან “ყავა თუ ჩაი?”. საბოლოოდ მაინც ყავას ვსვამ.

ყოველთვის მაქვს ორი პასუხი და ორივეში ვარ დარწმუნებული.

 


ყველაზე მეტად რას ცდილობ, რომ მოერიდო ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ტოქსიკურ ადამიანებს და ეს შეუმჩნეველია იმ მომენტშიც და მერეც. დაუსრულებელ ზარებს და მესიჯებს , რომელიც გარდაუვალია.

როგორ რეაგირებ სტრესულ სიტუაციაზე?
დამოკიდებულია დღის მონაკვეთზე. დღის განმავლობაში სტრესულ სიტუაციას აგრესიულად ვხვდები. საღამოს მაქვს რაღაც გზები, რითაც ამას ვივიწყებ: შოკოლადი, შხაპი, ღვინო.თუ ზედმეტად ვბრაზდები სიცილს ვიწყებ.

3
16
1
11
2
13

პარიზში წელიწადში ორჯერ გიწევს კოლექციის ჩვენება შოურუმში. რომელ ადგილს სტუმრობ ყველაზე ხშირად?

არასდროს ვაკვირდები ამ კაფის სახელს და ვერ ვიხსენებ, მაგრამ ვეგანური კაფეა, სადაც მივირთმევ თხის ყველის სალათს. ასევე ციტრონი, სადაც უამრავი თიხის ნივთი და მცენარეა, რაც ჩემთვის ძალიან შინაურულ გარემოს ქმნის. ინტერიერს აფორმებს თიხის ქოთნები, ლიმონის ხეებით და ხის ავეჯი.

შენთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი
ჩემმა მეგობარმა ერთხელ ძალიან ზუსტი საჩუქარი მაჩუქა – კოკეში.

ეს არის იაპონური ხის თოჯინა, რომელიც დაკავშირებულია ჩემს პირველ ნაბიჯებთან ამ სფეროში, რადგან იაპონური ხის თოჯინა გახდა პირველი სადიპლომო კოლექციის ინსპირაციის წყარო.

მახსოვს ერთ-ერთ სეზონზე მარჯიელას მთელ მაღაზიაში თეთრი კოკეშები იყო.

QUICK FIRE

შოპინგი
მიყვარს ვინტაჟური მაღაზიები, განსაკუთრებით პარიზში. ძველი სელინის სათვალე ერთ-ერთი საყვარელი შენაძენია.
ფლეილისთი
კლასიკა და ემბიენთ ჟანრი.მაგალითად ბოლო სეზონის შოუს საუნდთრეკი იყო:  Aphex Twin – Cliffs და ფინალში Xavier Dolan – Tom a la ferme
საყვარელი კერძი
ქართული სამზარეულო მიყვარს განსაკუთრებით. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მივდივარ, პირველი, რაც მენატრება ეს არის ქართული სამზარეულო
მოგზაურობა
ყოველთვის ვურჩევ ადამიანებს იმოგზაურონ საქართველოში. სტრესულ სიტუაციაში, როდესაც ძალიან ვიღლები მივდივარ ყვარლის ტბაზე. იქ ყოველთვის სიმშვიდე და სიმწვანეა. ხშირად ვირჩევ ადგილს, სადაც არის აბსოლიტური სიმშვიდე და სიწყნარე. სადაც ვახერხებ მოწყვეტას, ფიქრს, ჯანსაღად აზროვნებას, მათ შორის ბორჯომში, ბათუმში მხოლოდ ზამთარში მიყვარს.

რა არის შენს ჩანთაში?

1.  SHISEIDO MEN – Moisturizing Emulsion
2.LUSH – Vanishing Cream
3.HELLO NATURE – Body Milk
4.BEARD.GE – Moroccan Argan, Beard Oil
5.NUXE – Lip Balm
6.PETITFEE – Hydro Gel

შენთვის აუცილებელი ნივთები

1. & OTHER STORIES – Body Wash, Hand Soap
2. I love candles, my favorite: OLIVE , AMBER

PERFUME

1. ESENCIA LOEWE
2. D.S & DURGA – BOWMAKERS
3. TOM FORD – OUD WOOD INTENSE
4.MONTALE PARIS – AROMATIC LIME