4710 Shop – ლიმიტირებული ობიექტები, ფერწერები და პრინტები

by Mary Bitchashvili
4710 შოფის იდეა, რომელიც გალერეა 4710-ს ეკუთვნის, სტანდარტული მუზეუმის და გალერეის gift shop-ისგან მოდის, რომელიც ვფიქრობ საქართველოში ძალიან გვაკლია. ესეთი შოფის არსებობა დამატებითი შესაძლებლობაა თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციისთვის, რადგან ხშირად შოფში მოდიან და აღმოაჩენენ, რომ გვერდზე გალერეაც არის.

გარდა სტანდარტული მუზეუმის შოფის ნივთებისა, როგორებიცაა: მაისურები, ჩანთები, ფანქრები, წიგნაკები, სანთლები, საპნები, ქუდები და ა.შ, ასევე გვაქვს ლიმიტირებული ობიექტები, ფერწერები და პრინტები ხელმისაწვდომ ფასად. იმისთვის, რომ ადამიანებს შეეძლოთ თავიანთი თანამედროვე ხელოვნების კოლექციის გამდიდრება. ასეთია მაგალითად გიორგი გელაძის სარკეები, შოთიკო აფციაურის ლიმიტირებული ხელმოწერილი პოსტერები, ტასა ახვლედიანის ობიექტები და ა.შ.

5
Shot with NOMO 503CW.
Shot with NOMO 503CW.
1
Shot with NOMO 503CW.
Shot with NOMO 503CW.
2
Shot with NOMO 503CW.
Shot with NOMO 503CW.
3
Shot with NOMO 503CW.
Shot with NOMO 503CW.
4
Shot with NOMO 503CW.
Shot with NOMO 503CW.

 

ნივთების სელექციას არტისტების მიხედვით ვაკეთებთ. გალერეა 4710 ახალგაზრდა არტისტებზეა კონცენტრირებული,  შოფში წარმოდგენილი ნივთებიც იმ არტისტებს ეკუთვნის, რომელთანაც გალერეას უთანამშრომლია ან მომავალში აპირებს თანამშრომლობას.

თანამშრომლობის პრინციპი კი ასეთია, არტისტები სპეციალურად, მხოლოდ შოფისთვის ქმნიან ნამუშევრებს, იმიჯებს, პატერნებს, დიზაინს და შემდეგ ჩვენ ამის წარმოებას ვაგრძელებთ, თუმცა ხანდახან თვითონ ამზადებენ ნივთებს, რომელიც ჩვენთვის ასევე მისაღები თანამშრომლობის ფორმაა.

2
Shot with NOMO 503CW.
Shot with NOMO 503CW.
1
Shot with NOMO 503CW.
Shot with NOMO 503CW.

4710 Shop გალერეა 4710-ის მესამე ოთახში მთებარეობს, სადაც მანამდე სხვადასხვა საინტერესო ხელოვანთან შეხვედრები და საუბრები ეწყობოდა ხოლმე, ასევე ჩვენი გალერეის მასთი იყო, რომ გამოფენის მიმდინარეობის დროს, ავტორი არტისტი ამ ოთახში შეხვედრას აწყობდა და საუბრობდა გამოფენაზე და საკუთარ გამოცდილებაზე. პანდემიიდან გამომდინარე, რადგან ასეთი შეკრებები შეიზღუდა გადავწყვიტეთ, რომ ეს ოთახი გამოგვეყენებინა და 4710 Shop გავხსენით. ჩვენი აიქონიქ სარკე, რომელმაც განსაზღვრა შოფის ინტერიერი, მე და სოფო მალაშხიამ გავაკეთეთ, სარკე იმდენად თვალშისაცემია, რომ გადავწყვიტეთ დანარჩენი ინტერიერი, მათ შორის დისფლეიც სადა ყოფილიყო და ამიტომ შავი და თეთრი ფერი გამოვიყენეთ. ვფიქრობ შოფის ინტერიერი მისი შინაარსის ადეკვატურია და ზუსტად გადმოსცემს ჩვენს ხედვას.

5
Shot with NOMO 503CW.
Shot with NOMO 503CW.
1
Shot with NOMO 503CW.
Shot with NOMO 503CW.
2
Shot with NOMO 503CW.
Shot with NOMO 503CW.
3
Shot with NOMO 503CW.
Shot with NOMO 503CW.
4
Shot with NOMO 503CW.
Shot with NOMO 503CW.

 

სამომავლო პროექტები, როგორც გალერეაში, ასევე შოფში, საკმაოდ დიდია. აგვისტო მოსამზადებელი პერიოდია და ვფიქრობთ შოფი ონლაინ , გალერეა კი შეთანხმებით ნახვის რეჟიმზე გადავიყვანოთ.

სექტემბერში კი ახალი გამოფენა იგეგმება, რაც შეეხება შოფს, ყოველდღიურად გვაქვს მოლაპარაკებები ახალ არტისტებთან, რომ გახდნენ ჩვენი შოფის გუნდის წევრები. სულ მალე დაგვემატება ახალი ნივთები, მათ შორის ლადო ლომიტაშვილთან კოლაბორაციით შექმნილი ძალიან საინტერესო ნივთი. ამიტომ თვალი გვადევნეთ და გვემეგობრეთ ინსტაგრამზე, რადგან სიახლეებს ძალიან ხაირად შემოგთავაზებთ.

2
Shot with NOMO 503CW.
Shot with NOMO 503CW.
1
Shot with NOMO 503CW.
Shot with NOMO 503CW.