ჰელმუტ ნიუტონი

by Lizi Gegenava

ავსტრიელ-გერმანელი ფოტოგრაფი ჰელმუტ ნიუტნი ბრიტანულ ვოგთან თანამშრომლობიდან მალევე გახდა ცნობილი. რამდენიმე წლის შემდეგ, პარიზში დაბრუნებისას ის ფრანგულ ვოგში მიიწვიეს სამუშაოდ, თუმცა ხანდახან ბრიტანული ვოგისთვისაც მუშაობდა. მისი როგორც ფოტოგრაფის ნიშა შავთეთრიეროტიული ფოტოებია. ფოტოების უმრავლესობას საერთო მესიჯი აქვს და  მიანიშნებს მათ მიღმა ფარულ, ხანდახან ძალადობრიც და სექსუალურად დატვირთულ ისტორიებზე. 1970-იანი წლებისთვის, მან საერთაშორისო რეპუტაცია მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მის ნამუშევრებს პორნოგრაფიად აღიქვამდა, საზოგადოებამ მაინც მიიღო იგი და ძალიან წარმატებული კარიერა უკვე მსოფლიოს მასშტაბით გააგრძელა.

7
HELMUT-NEWTON_005_Rue-Aubriot,-Paris,-1975-(c)-Foto-Helmut-Newton,-Helmut-Newton-Estate-Courtesy-Helmut-Newton-Foundation
1
6_Helmut Newton_Fashion Yves Saint Laurent_French Vogue_Paris 1979_coypright Helmut Newton Estate
2
Rue-Aubriot-Yves-Saint-Laurent-French-Vogue-Paris-1975-Helmut-Newton-C2A9-The-Helmut-Newton-Estate--Maconochie-Photography
3
52417daac5ddd4807ed6d637f0a3bbb1
4
15699548931_8d37346b04_o
5
ml_helmut-newton_9_700
6
37f9c6b5d4cadb7678d305ff44f3edb8

1970 წლების დასაწყისიდან, ნიუტონი ხსირად იღებდა პოლაროიდით. როგორც მან ერთხელ ინტერვიუში აღნიშნა, ის საკმაოდ მოუთმენელი ადამიანი იყო და თავისი სურვილის დასაკმაყოფილებლად და ნამუშევრის მომენტალურად სანახავად ხშირად მიმართავდა ამ კონკრეტულ აპარატს. ჰელმუტი პოლაროიდებს იყენებდა როგორც ფოტოგრაფიის საშუალებას და ასევე აღიქვამდა როგორც ჩანახატს სახით, რომ შეემოწმებინა განათება და კომპოზიცია. 1992 წელს, მან წიგნიც გამოსცა Pola Woman, რომელიც მხოლოდ მისი პოლაროიდებისგან შედგებოდა.

მისი პოლაროიდები გამოირჩევა არა მარტო სტილით, არამედ მისი წარწერებითაც. ეს ფოტოები განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდებისთვის თავისი გამორჩეული ფერებითა და ესთეტიკით. მიუხედავად იმისა, რომ მისი პოლაროიდები საკამათო იყო, სხვადასხვა ჟურნალები მაინც აქვეყნებდნენ. მოგვიანებით, 2011 წელს გამომცემლობა Taschen-მა გამოსცა მისი მეორე პოლაროიდების წიგნი.

5
newton_polaroids_fo_02_05754_1503181110_id_918666
1
newton_polaroids_fo_01_05754_1503181109_id_918657
2
newton_polaroids_fo_05_05754_1503181110_id_918693
3
newton_polaroids_fo_04_05754_1503181110_id_918684
4
newton_polaroids_fo_03_05754_1503181110_id_918675

წიგნის ფოტოები მისმა ცოლმა, ჯუნ ნიუტონმა აარჩია 2011 წლის გამოფენიდან, რომელიც ბერლინში ფოტოგრაფიის მუზეუმში გაიმართა. ეს ნამუშევრები ასახავს საინტერესო მომენტებს ფოტოგრაფის გადაღებებიდან.