ფარული თბილისი – Hidden Tbilisi

by Irinka Tevdoradze

ყველა ქალაქს თავისი ხიბლი აქვს, თბილისი თავისი სილამაზითა და სიძველით გამოირჩევა, ამას ყველა აღნიშნავს, თუმცა რამდენად კარგად იცნობენ ისინი მას? ზოგჯერ ქალაქის დინამიურობა და სწრაფი ყოველდღიური ცხოვრება გვაკარგინებს რეალობისა და დროის შეგრძნებას და ვეღარ აღვიქვამთ ჩვენს ირგვლივ მყოფ სივრცეებსა თუ ხალხს. ალბათ ბევრმა თბილისელმაც არ იცის იმ გასაოცარი ადგილების შესახებ, რომლებსაც თბილისი გულდასმით ინახავს. ამ ქალაქში ყველა სახლს განსაკუთრებული ისტორია აქვს, ზოგში გამოჩენილი ხელოვანები ცხოვრობდნენ, ზოგში ქვეყნის ბედი წყდებოდა, ზოგშიც კი უბრალოდ ლამაზი ოჯახი არაფრით განსაკუთრებულად, თუმცა თბილისურად ცხოვრობდა, სტუმარს ყოველთვის ღიმილით ხვდებოდა და გამასპინძლების გარეშე არსად უშვებდა. მიუხედავად ამისა, ამ ქალაქში ბევრი შენობა განსაკუთრებული სილამაზით, არქიტექტურით ან მასში მცხოვრები ადამიანებით სხვებზე მეტად გამოირჩევა. 

ეს შენობა ადრე მთაწმინდის საბაგირო იყო, თუმცა 1990 წლის ტრაგედიის შემდეგ მისთვის ხელი აღარავის უხლია. საბაგირომ საინტერესო ახალი სახე მიიღო, მისი უდიდესი ნაწილი მოხატულია სტენსილებით და ძირითადად ახალგაზრდების თავშეყრის ადგილია. სულ ახლახანს მისი რესტავრაციის პროექტი დაამტკიცეს და მალე ახალ საბაგიროს უნდა ველოდოთ.

4
23C19B7E-C966-47FC-88FF-BC3EA8FDCA5F
1
1A88979C-EE0B-4296-B836-4CFBC06DD069
2
85F4787F-5546-40C9-907D-F773B5572444
3
050147AD-9B0D-4454-A5EA-960551757730

 

მშრალი ხიდის შესახებ ყველა თბილისელმა იცის, თუმცა ბევრი მის უნიკალურობას ვერ ამჩნევს. ძვირფასეულობით, ვინილის ფირფიტებით, წიგნებით, ძველი კამერებითა და ვინტაჟური ტანსაცმლით დატვირთული მშრალი ხიდი ამ ნივთების ისტორიებსაც ინახავს. ეს ადგილი ახლისა და ძველის გადაკვეთის წერტილია, ერთ დახლზე შეიძლება საუკუნეების წინ შექმნილ სამკაულს წააწყდეთ მაშინ, როდესაც გვერძე დახლზე უახლესი პოპ არტისტის CD დევს.

4
1AD62ED3-0965-45E4-B764-D0712F618F2C_1_105_c
1
IMG_6023
2
IMG_6012
3
IMG_6037

 

გალერეა 27 ბეთლემის ქუჩაზე მდებარე სახლია რომლიც თავისი მოჩუქურთმებული დეტალებითა და სიძველით საინტერესო კონტრასტს ქმნის. ფერადი ვიტრაჟებისა  და ბუნებრივი განათების თანხვედრა დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვანაირად  წარმოაჩენს ამ ადგილსა და მის უნიკალურობას. გალერეაში შესაძლებელია ხელოვნების ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენა.

3
ladadi
1
აედჰბსაბდჯსნდკსადას
2
hbh

 

ამ კონკრეტული ადგილების გარდა თბილისში კიდევ ბევრი საინტერესო სივრცეა რომელთანაც შეიძლება ყოველდღიური შეხება გვაქვს მაგრამ ვერ ვამჩნევთ. ჩემი აზრით სოლოლაკი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია ჩვენს ქალაქში თავისი ულამაზესი სადარბაზოებითა, პატარა ბაღებითა და ნელი და მელოდიური ცხოვრების ტემპით. ამაღლების, კოტე აფხაზის, ლესელიძის, ბეთლემის და სხვა მსგავს ქუჩებში სეირნობისას ხშირად გვეუფლება მელანქოლიური განწყობით, ვიკარგებით ძველ ისტორიებში და გავდივართ რაღაც უხილავ სამყაროში.

5
B40E155C-9FAE-4861-99BD-699211E5CA9F_1_105_c
1
52541C94-C15D-4FF1-9122-4F6FE39C0642_1_105_c
2
7FD1FEA0-9FF7-421E-AE39-96DCCEFE9D4C_1_105_c
3
2EEF4A2F-9710-41CD-81B7-0389589A5AD9_1_105_c
4
C4C86ACB-AC81-4D5F-8634-5BAE0FC8B6F7_1_105_c