ძილის ნიღბები
იდეალურია: ნორმალური, კომბინერებული და მშრალი კანისთის.
ძილის ნიღბები შეგიძლიათ წაისვათ ძილის წინ და გაიჩეროთ მთელი ღამის განმავლობაში. ის ეხმარება თქვენს კანს ღრმა დატენიანებაში და ანიჭებს გლუვ ეფექტს. თუ ვერ ახერხებთ თავის დროზე დაძინებას, სახის კანს არ აქვს საშუალება აღიდგინოს და გაისუფთაოს საკუთარი თავი. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი სწორედ ეს ნიღაბია, რომელიც ამ ყველაფერს ხელოვნური გზით მოახდენს.
ასაძრობი ნიღბები
იდეალურია: კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის
ასაძრობი ნიღბები საუკეთესო ვარიანტია თუ გსურთ შავი წერტილებისა და მკვდარი ქსოვილების მოშორება. ეს ნიღაბი დაგეხმარებათ პიგმენტაციის გაქრობაში, გაგიწმინდავთ ფორებს და თქვენს კანს გახდის უფრო მეტად გლუვს. მაგრამ სამწუხაროდ ის ვერ ატენიანებს სახის კანს.
კრემისა და გელის ნიღბები
კრემის ნიღბები იდეალურია კომბინირებული და მშრალი კანისთის. ეს კონკრეტული ნიღაბი შეიცავს ზეთებს, რომელიც ღრმად აღწევს თქვენს კანში და მშრალ უჯრედებს ატენიანებს. გელის ნიღბებს გააჩნიათ გამაგრილებელი ეფექტი და იდეალურია მშრალი და მგრძნოაბიარე კანისთის. ისინი შეიცავენ კოლაგენსა და ანტიოქსიდანტებს, რაც ხელს უწყობს კანის აღდგენას. კრემისა და გელის ნიღბების წინ შეიგიძლიათ გამოიყენოთ ტონერი.
GLOW RECIPE
ამქერცლავი ნიღბები
იდეალურია: ყველა ტიპის კანისთის(გარდა მღძნობიარე კანისა)
ამქერცლავ ნიღბებს აქვს პილინგის ეფექტი, ხელს უწყობს კანიდან მკვდარი ქსოვილებისა და ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის მოშორებას. ეს კონკრეტული ნიღაბი იწვევს სახის გამოშრობას , ამიტომ თუ მის გამოყენებას გადაწყვეტთ, ყურადღება მიაქციეთ სახის დატენიანებას. იმშემთხვევში თუ გაქვთ მგრძნობიარე კანი თავი შეიკავეთ ამ ნიღბის გამოყენებისგან.
ტალახის ნიღბები
იდეალურია: მშრალი დაკომბინირებული კანისთის
ტალახის ნიღბები დამზადებულია მკვდარი ზღვის მინერალებზე და ცნობილია მისი სამკურნალო ეფექტით. მისი შემადგენლობიდან გამომდინარე მას შეუძლია უმკურნალოს აკნესა და ეგზემას. სისტემატიური მოხმარების შემთხვევაში ეს კონკრეტული ნიღაბი ხელს უშლის ნაოჭებისა და ფორების წარმოქმნას.
თიხის ნიღბები
იდეალურია: ცხიმიანი კანისთვის
თუ თქვენ გაქთ ცხიმიანი კანი და გაწუხებთ გამონაყარი მაშინ ეს ნიღაბი სწორედ თქვენთვისაა. ეს კონკრეტული ნიღაბი აღიქვამს ჭარბ ცხიმებს და ამცირებს ზედაპირულ სიბზინვარეს. თიხის ნიღაბი აჩქარებს აქტიური დარღვევების განკურნების პროცესს, მიუხედავად ამისა, ერთი მოხმარებით ეფექტურ შედეგს ნამდვილად ვერ მიიღებთ, მოთმინებით დაელოდეთ სანამ თიხა მოაგვარებს თქვენს პრობლემას.