საუკუნის ფოტოგრაფი: სლიმ აარონსი

by Mariam Abuladze

სლიმ აარონსი დაიბადა 1916 წლის 29 ოქტომბერს. ის მაღალი საზოგადოების მშვენიერი ცხოვრების წესის წარმოჩენით ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფი გახდა.

აარონსმა კარიერა ამერიკული არმიის ფოტოგრაფობით დაიწყო. 18 წლის ასაკში შეუერთდა  აშშ – ს არმიას და მსახურობდა ვეს პოინტისთვის. მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის დროს, აარონსი მნიშვნელოვანი  დოკუმენტალისტი  გახდა – მას მედალიც კი გადასცეს. ომის შემდეგ  აარონსი დაღლილი იყო მძიმე სურათების გადაღებით და კალიფორნიაში გადავიდა. სადაც გადაწყვიტა გადაეღო  “როგორ ირუჯებიან ლამაზი გოგოები სანაპიროზე“, ამ ნაბიჯმა დიდი პოპულარულობა მოუტანა.

4
Garden-Party
1
Snowmass-Picnic
2
Verbier-Skiers
3
The fullers

 

სლიმ აარონსი საკუთარ თავზე: ”მე ვუღებ ფოტოებს მიმზიდველ ადამიანებს, რომლებიც მიმზიდველ ადგილებში აკეთებენ მიმზიდველ საქმეებს”.

აარონსი ძალიან მომხიბვლელი ადამიანი იყო,მას ყოველთვის იწვევდნენ დიდებულ წვეულებებზე და ხალხი საშუალებას აძლევდა მათი პირადი ფოტოგრაფი ყოფილიყო. ის იყო სანდო პიროვნება ჰოლივუდის საზოგადოებაში. სლიმ აარონმა შეძლო აესახა  ამერიკის “ოქროს ხანა”

5
sunbathing in antibes
1
Saint Tropez Boucherie
2
Poolside Backgammon
3
Yachting Trip
4
Snowmass Gathering

სლიმ აარონი გარდაიცვალა 89 წლის ასაკში, ნიუ იორკში. პროფესიის წყალობით მას საოცრად საინტერესო ცხოვრება ქონდა, ეწვია საფრანგეთის და იტალიის სანაპირობეს, ბაჰამის კუნძულებს, შვეიცარიის მთებს, ამაზონის ჯუნგლებს და ა.შ.

4
Dinner Jazz
1
Patsy Pulitzer
2
Cannon Drive
3
New England Skiing

2012 წლის ნოემბერში Abraams Books– მა გამოაქვეყნა აარონის სურათების კრებული, სახელწოდებით ”La Dolce Vita”, ”კარგი ცხოვრების” არსი. პირველად სლიმ აარონსმა იტალია მეორე მსოფლიო ომის დროს მოინახულა, ხოლო მოგვიანებით  გადავიდა რომში, რათა ემუშავა ჟურნალ Life- სთვის.  მას იმდენად შეუყვარდა ეს ქვეყანა, რომ იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ბრუნდებოდა იტალიაში. ამ წიგნში გაერთიანებულია სურათები, რომლებიც ასახავენ  ადამიანებს რომელთა პერსონალური  La Dolce Vita იტალიის ყველაზე ზღაპრულ ადგილებში ვითარდებოდა.