საზაფხულო ‘No Makeup’ მაკიაჟი

by Ninutsa

გლუვი კანი, მსუბუქი ნამზეური, და დატენიანებული ტუჩები – ამ შედეგის მიღებაში ჩვენს ონლაინ მაღაზიაში არსებული პროდუქტები დაგვეხმარა.

ქვემოთ იხილეთ ყველა გამოყენებული პროდუქტი და აქსესუარი.

ეტაპი 1 / კანის მოვლის პროცედურა

Darphin hydraskin Light-ის დამატენიანებელი კრემის მსუბუქი ფორმულა, ვიტამინი E-ს შემცველობით უზრუნველყოფს კანის დატენიანებას ყველაზე მშრალ ზონებშიც კი და ხაზს უსვამს კანის ბუნებრივ ბრწყინვალებას. მაკიაჟის წასმამდე აუცილებელია სახის კანის დაცვა, ხოლო სიგლუვე, რომელსაც  Darphin Hydraskin-ი გვაძლევს, უზრუნველყოფს მაკიაჟის თანაბრად და ლამაზად გადანაწილებას სახეზე.

 

ეტაპი 2 / თვალის მოვლა

CLINIQUE-ის მსუბუქი თვალის დამატენიანებელი კრემი აქრობს თვალის გარშემო შესიებას და შავ წრეებს. ასევე, კრემი უზრუნველყოფს მაკიაჟის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებას თვალის მიდამოში.

მოიხმარეთ მაკიაჟის წასმამდე და დაელოდეთ სრულ გაშრობას.

 

ეტაპი 3 / პრაიმერი

დაიწყეთ დღე გლუვი, მაკიაჟისთვის მომზადებული კანით. Elizabeth Arden-ის ეს ბაზა-პრაიმერი შეუმჩნეველს ხდის ფორების, ნაოჭებსა და სხვა კანის ნაკლოვანებებს. ფორმულა აბალანსებს სახის ბზინვარებას, უნარჩუნებს ტონუსს და ტენიანობას მთელი დღით. დამზადებულია ყველა ტიპის კანისთვის, მომენტალურად სრულყოფილი და ხანგრძლივი მაკიაჟისთვის.

წაისვით სახეზე ტონალურისა და ჰაილათერის მოხმარებამდე მთელს სახის კანზე.

 

ეტაპი 4 / ჰაილაითერი

Double Wear Brush-On Glow BB  ე.წ. კორექტორი, რომელიც ლოკალურად ფარავს ხარვეზებს და ამასთან ერთად იდეალური „ჰაილაითერია„ 8 საათის განმავლობაში ინარჩუნებს მდგრადობას და ასხივოსნებს კანს. ამასთან ერთად ატენიანებს მას და გამოირჩევა მსუბუქი ტექსტურით. ვიზუალურად მალავს ნაწიბურის ხილვადობას. იდეალურია ნაოჭისა და წვრილი ხაზების დასაფარადაც. დამატენიანებელი ფორმულა დაუყოვნებლივ აღადგენს კანს და ანიჭებს მას ჯანსაღ იერს.

გამოიყენეთ: თვალის გარშემო კანზე, ყვრიმალებზე, წარბის ზედა ნაწილზე, შუბლზე, ცხვირის ქვემოთ, ნიკაპსა და ნებისმიერ სასურველ სახის ნაწილზე.

 

ეტაპი 5 / ბზინვარე ეფექტი

მას შემდეგ, რაც სრულად დაატენიანებთ კანს და სახის ტონალობას ერთგვაროვანს გახდით, შეგიძლიათ დაიტანოთ პუდრი ბრონზერი. ამ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენეთ Artdeco-ს ბრენდის პუდრი, რომელიც თქვენს ყვრიმალებს მოოქროსფრო ბზინვარებას შემატებას და გამოკვეთს ნაკვთებს კიდევ უფრო. ფერუმარილის ფუნჯით შეურიეთ ერთმანეთს ბრონზერის ორი ფერი და წაისვით ღაწვებზე, ცხვირის წვერზე, ნიკაპზე და თმის ხაზის გასწვრივ.

 

ეტაპი 6 / მოვლილი წარბები

ჩვენ ხშირად გვავიწყდება წარბების მოვლის საშუალებების გამოყენება. მთელი დღის განმავლობაში წარბის ლამაზი ფორმის შესანარჩუნებლად, აუცილებელია გამოვიყენოთ სპეციალური ტუში/გელი. ამ შემთხვევაში კი Estee Lauder-ის გამჭვირვალე გელი Stay in Place სპეციალური ფუნჯისა და ფორმულის წყალობით, წარბს ნებისმიერ ფორმას აძლევს და უნარჩუნებს მდგრადობას.

 

ეტაპი 7 / წამწამები

კარგი თვალის ტუში ნებისმიერი მაკიაჟის განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია, რომ ტუში არ იკეთებდეს ბურთულებს და არ ტოვებდეს ლაქებს თვალის არეში. ჩვენს მიერ გამოყენებული Sumptuous Extreme Mascara შექმნილია ინოვაციური დრეკადი ბოჭკოვანი ფორმულით, რომელიც წამწამებზე მალევე შრება, არ იქერცლება, მიყვება სათითაოდ ყველა ღერს და ინარჩუნებს სიგლუვეს. ამასთანავე, ფორმულა უძლებს ტენიანობას და ოფლის გამოყოფას, რაც იმას ნიშნავს რომ იდეალურია ზაფხულის პერიოდში გამოსაყენებლად.

 

ეტაპი 8 / სუნამო

კარგი სუნამო ყოველი მაიკიაჟის რუტინის ბოლო ეტაპია. სანამ შეაბიჯებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეისხით სუნამოს რამდენიმე წვეთი კისერზე და შემდგომ ნაზად გადაიტანეთ მაჯებზე.

ჩვენს მიერ არჩეული Valentino-ს სუნამო Valentina Pink გამოირჩევა ყვავილოვანი და ხილის ნაზი სურნელით, რაც საზაფხულო განწყობას შეგიქმნით.

 

ეტაპი 9 / დატენიანებული ტუჩები

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ ტუჩების დატენიანება. ისევე როგორც ზამთარში, ზაფხულშიც აუცილებელია ტუჩის კანის კვება. Clinique-ის Repairwear Intensive Lip Treatment ბალზამი აღადგენს ბუნებრივ ტენიანობას, რის შედეგადაც ტუჩები მთელი დღის განმავლობაში სირბილეს და ბზინვარებას ინარჩუნებს.

 

მოდელი: ნათია ბუნტური

რეჟისურა: ნატო ჯაფარიძე / ნინუცა ივარდავა

კამერა / მონტაჟი: ლუკა ღვინიაშვილი

მუსიკა: Le Flex – Rencontre