ნიუ-იორკი (ნაწილი პირველი)

by Mary Bitchashvili

მე ვარ სორაია ჰემდენი, 25 წლის ფრანგი-ლიბანელი-მოროკოელი და ვცხოვრობ ბრუკლინში, ნიუ იორკში.ვმუშაობ ბრენდ სუზან ალესენდრაში და ასევე პოლიტიკის სფეროში.


-კომფორტის ზონა
-ყოველთვის როცა საკუთარ კომფორტის ზონაზე ვსაუბრობ მახსენდება პარიზი და ბეირუთი. ორი ადგილი სადაც ჩემი ოჯახი და მეგობრებია და ადგილი, სადაც გავიზარდე.იქ ცხოვრება მარტივია. ნიუ იორკმა კი რადიკალურად სხვა სპექტრი დამანახა.

-საუკეთესო ყავა ნიუ იორკში
-Oliver Coffee (Chinatown), Little Roy (Bed-Stuy), Maman (Greenpoint).

-ადგილი სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ
-სიყვარული ჩემს გარემოცვაში.იქ სადაც ჩემი შეცდომები ყოველთვის შეუმჩნეველია ან ხშირად მპატიობენ. ეს ძალიან რთულია, თუმცა ძალიან ვიწრო წრე მყავს სადაც საოცარი ადამიანები არსებობენ.

-ადგილი, რასაც ყველაზე დიდი სიამოვნება მოაქვს
-შუადღეს მაკკარენის პარკში გატარებული წუთები, ქუჩაში სეირნობა არა სამუშაო საათებში, უიტნის და ბრუკლინის მუზეუმში ყოფნა. კონცერტებზე დასწრება Baby’s All Right-ში,ან ნიუ იორკის დატოვება ცოტა ხნით, რათა გავაანალიზო თუ როგორ მინდა უკან დაბრუნება.

-ზრდის ჩემს დოფამინის დონეს: კვირაში 70 საათი ვმუშაობ (შესაძლოა მეტიც) და იმ წუთებს, რასაც გარეთ ვატარებ ყოველთვის ძალიან ვაფასებ.ამ დროს არ ვამოწმებ იმეილს, ვიხსნი სრულ პასუხისმგებლობას, რათა მივიღო სრული სიამოვნება.იმის ცოდნა, რომ შვებულება ახლოვდება,ყველაზე მეტად მაბედნიერებს.ასევე მიყვარს ნაყინის ჩამოსხმის ხმა ცხელ დღეებში.

ვაღმერთებ Campbell Cheese & Shop-ს ვილიამსბურგში ადგილობრივი და ჯანსაღი პროდუქციის გამო.მიშელინის 3 ვარსკვლავიანი ტაივანურ-ამერიკული რესტორანი WinSon და ჯანსაღი ლანჩი სამსახურთან ახლოს Dimes Deli-ში, სადაც ხალხიც საოცარია.


-ზაფხულში მნახავთ
-ღვინის ბარ Pinkerton-ში. მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი არ მიყვარს, მივდივარ ხამანწკების, ყველისა და საფრანგეთის მოგონებების გამო.

-უკანასკნელად ყველაზე დასამახსოვრებელი
-წინა კვირას პრეზენტაცია, რაშიც ჩართული იყო ყველა თანამშრომელი და ეს იყო ტრანსცენდეტალური მომენტი, რაც უკვე ასოცირდება ბევრ მძივებიან ჩანთასთან,ფერად ნაცხვრებთან, ცისარტყელის ფორმის ბეიგლებთან და ხელნაკეთ აქსესუარებთან.


-ადგილი შოპინგისთვის
-გულახდილად რომ გითხრათ, ვამჯობინებ ვინტაჟურ ბაზრობებს. საყვარელი სივრცე კი ამისთვის არის Hester Street Fair და The Brooklyn Flea.აქ ბევრი საინტერესო წვრილმანია. გასულ კვირას 40-იანი წლების აბრეშუმის ღია ვარდისფერი პერანგი შევიძინე.ასევე მიყვარს ონლაინ შეძენა: Etsy, Instagram, local fairs, depop, therealreal.

4
1
Brooklyn Flea
2
3

-საუკეთესო რამ განსაკუთრებული მომენტისთვის
-წვრილი ყვავილებით ნაქარგი ვინტაჟური Betsey Johnson-ის ბურგუნდისფერი სატინის კაბა.

-ნიუ იორკი შენთვის ხდება
-ყავა დილით, ყოველთვის მოზღვავებული ენერგია, რომელიც დღის ბოლომდე მიგყვება.მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ შლის ადამიანებში ეს ქალაქი დაწესებულ საზღვრებს და გაძლევს კიდევ უფრო მეტ შანსს, ვიდრე წარმოგედგინა.

-ადგილი, სადაც საკუთარ თავზე უფრო მეტს ვფიქრობ
-ეს ჩემი აბაზანაა.