მშრალი ხიდი

by Giorgi Wazowski

Buyers-ი გთავაზობთ ახალი თვალით დანახულ მშრალ ხიდს, სადაც ვინტაჟური ესთეტიკით დატვირთულ,  განსხვავებულ  ნივთებს ვხვდებით. ეს ატმოსფერო თბილისის შეცნობაში უკეთ დაგეხმარებათ.ბევრ ადამიანს უყვარს ძველებური ნივთების შეგროვება, მათი შეძენა საშუალებას გვაძლევს შევიგრძნოთ 40-იანი ან 70-ანი წლების ესთეტიკა. პოსტ-საბჭოთა ვიზუალის შერწყმა თანამედროობასა და ძველ აზიურ კულტურასთან თბილისს ვინტაჟურ იერსახეს ანიჭებს. მრავალფეროვანი და უნიკალური ნივთების მეშვეობით მშრალი ხიდი ნამდვილი მუზეუმია ტურისტებისთვის. მშრალ ხიდზე ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდებით, ქართულ, რუსულსა და სომხურ ენებზე მოსაუბრე გამყიდვლები ცდილობენ საუკეთესო ნივთები შემოგთავაზონ და ძველ დროში გამოგზაურონ.დრო ამ ნივთების სასარგებლოდ თამაშობს, მათი ღირებულება დღითიდღე მატულობს და არასდროს კარგავს აქტუალურობას. ზოგიერთი მათგანი წლებთან ერთად დანიშნულებას კარგავს, და უსარგებლო ძველმანად იქცევა, მაგრამ მათი ვიზუალური ღირებულება შეუფასებელია.

ავტორი: მარიამ აბულაძე