მართას ცხოვრებიდან: ღალატი

ვუყვარვარ! არ ვუყვარვარ! ვუყვარვარ! არ ვუყვარვარ! – გვირილებით ეს თამაში ერთხელ მაინც გვითამაშია, თუმცა არა მგონია, მაშინ წარმოდგენა გვქონოდა, რომ გაცილებით რთულია სიყვარული, ვიდრე მხოლოდ კი ან არა! როცა პირველად მეწვია სიყვარული, მივხვდი, რომ სასიამოვნო გრძნობის გარდა ბევრი გულისტკივილი და იმედგაცრუება მელოდა. მინდა საუბრის დაწყებამდე ყველამ კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს, თუ სად გადის ზღვარი ღალატსა და ფლირტს შორის.

 

                                                                           

 

ტრადიცილურად, როცა გოგოების squad-ი იკრიბება, სულ განიხილება “კაი ტიპები”, ბიჭები რომლებსაც მიმზიდველი სხეული აქვთ, კარგად აცვიათ, ისინი კარგ “სასიძო” ალტერნატივად მოისაზრებიან.

თუ შენი crush-ი Cafe Gallery-ში, Lolita-ში ან რომელიმე სხვა cool ბარში შენიშნე, ინტერესი მისდამი ერთი-ორად იზრდება. მესამე პირის ყურადღება და კომუნიკაცია ხშირად იწვევს წყვილში დაძაბულობას. კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად თანამედროვე “რომეოებმა და ჯულიეტებმა” უნდა გაავლონ ზღვარი ღალატსა და ფლირტს შორის.

უთანხმოება იწყება მაშინ, როცა შეთანხმება ვერ დგება. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ კაცებს ტესტოსტერონის ჭარბი რაოდენობა სექსის სურვილს უფრო უმძაფრებს. ამ ფაქტს ხშირად იყენებენ მათი საქციელის გასამართლებლად. რამდენი სტატიაც არ უნდა წავიკითხოთ, რომ ღალატი ბუნებრივია, ამ პრობლემასთან შეხვედრისას  მეცნიერებასთან მეგობრობა ვეღარ გვეხმარება.

ღალატისას ერთდროულად გვეუფლება სიბრაზის, იმედგაცრუების, ზიზღის, სიყვარულისა და დაბნეულობის შეგრძნება, რომელიც არასდროს ქრება იმიტომ, რომ მუდმივად ვფიქრობთ, თუ რა გავაკეთეთ არასწორად.  ნერვიულობა არ ღირს,  რადგან უამრავი მიზეზიდან მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს თქვენი ბრალი, ისიც ნაწილობრივ.

                            

 

ბევრ ფილმში და სერიალში მოგვისმენია ფრაზა, რომ ერთხელ მოღალატე ყოველთვის გიღალატებს, მართალია? არსებობს სიყვარულის ძალა, რომელიც ადამიანს გამოასწორებს? სამწუხაროდ, ხშირ შემთვევაში, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს გამოთქმა ჭეშმარიტებასთან ძალიან ახლოსაა არა იმიტომ, რომ თქვენ რაიმე დააკელით, უბრალოდ ისინი პირადი კომპლექსების გამო მიდრეკილები არიან ღალატისკენ.  ამ პრობლემების ძირითადი მიზეზი დაბალი თვითშეფასებაა, რის გამოც მესამე ადამიანისგან ყურადღება და მიზიდულობა წყვილს შორის იდილიას არღვევს.

                                                                                       

ყველა ჩვენგანი მოხვედრილა სიტუაციაში, სადაც ერთელ მაინც უფიქრია სხვაზე საკუთარი პარტნიორის გარდა. საღამოს მეგობრებთან ერთად ბარში წასულმა, შეიძლება ვინმე ძალიან სიმპათიური დაინახო, შემდეგ ვიღაცის სახლში გადაინაცვლო და სიტუაციამ მოიტანოს თქვენი დაახლოება.

რაღაც მომენტში აუცილებლად გაგახსენდებათ თვენი შეყვარებული. მიხვდებით, რომ არ ხართ მზად გული ატკინოთ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ თუ რამხელა ზიანს მოგაყენებენ ერთი ღამის გართობით.

მაგ: დიეტაზე ხართ, მხოლოდ შავ შოკოლადს ჭამთ, მოულოდნელად აღმჩნდეთ დიდ ოთახში, რომელიც სავსეა თქვენი საყვარელი რძიანი შოკოლადებით, შეძლებთ ცდუნებას გაუძლოთ? შეგიძლათ თავი დაიმშვიდოთ, რომ არაფერი დაგიშავებიათ, მაგრამ ესეც არასწორია.

 

მინდა მესამე და ყველაზე მტკივნეული მიზეზი გაგიმხილოთ: გინახავთ რომელიმე წყვილის ცხოვრება ჩხუბის და ეჭვიანობის გარეშე? არამგონია, რადგან ეს სიყვარულის გარდაუვალი ნაწილია. რაღაც მომენტამდე ეს ნორმალურია, მაგრამ წარმოიდგინეთ გამუდმებით ჩხუბი, უნდობლობა, ეჭვიანობა, აგრესია, შემდეგ ნაკლები სექსი და ნელ-ნელა სიყვარულიც ქრება.

დროზე უნდა გავაანალიზოთ, რომ ურთიერთობა ჩიხში შედის, სანამ რომელიმე მხარე წავა და ვინმე სხვაში იპოვის იმ კომფორტს, რომელიც ამ ურთიერთობაში აკლდა.

– მართა!

 

 

ილუსტრაცია: გიორგი ვაზოვსკი