მაკიაჟი სწრაფად და მარტივად

by Mariam Tsetskhladze

ეტაპი 1: სახის კანის მოვლა – დაიტენიანეთ კანი

მაკიაჟის გაკეთებამდე, უცილებელია სახის კანის დატენიანება. ამისათვის ზეთი, მსუბუქი კრემი ან შრატი დაგჭირდებათ. კანის დასატენიანებლად, Tata Harper-ისა და Bio Republic-ის ტოქსიკური ნივთიერებებისგან 100%-ით თავისუფალი პროდუქტები გამოვიყენეთ.

ეტაპი 2: მაკიაჟი – ნაკლოვანებების დაფარვის ნაცვლად, ეცადეთ თქვენს სახეზე განსაკუთრებულად ლამაზი ნაკვთები გამოკვეთოთ.

ზაფხულში ღაწვების გამოკვეთასა და წითელი კლასიკური ტუჩსაცხის გამოყენებას გირჩევთ.

ბზინვარე ეფექტის მისაღებად, უმჯობესია, პუდრის ნაცვლად, კრემის კონსისტენციის პროდუქტებს მიანიჭოთ უპირატესობა. ამ ეფექტისთვის, RMS Beauty-ს Living ლუმინაიზერი და Master Mixer ფერი და ჰაილაითერი ავირჩიეთ. გაიმარტივეთ მაკიაჟის გაკეთების პროცედურა და გამოიყენეთ Lip2cheek საცხი ტუჩებისა და ღაწვებისთვის, ფერი Beloved.

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, რომ ტუჩზე მკვეთრი ფერის საცხი დაიტანოთ, გირჩევთ, რომ თვალებზე შედარებით მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთოთ და პირიქით.
ბაზისა და კონსილერის მხოლოდ მსუბუქი და თხელი ფენა დაიტანეთ, ეცადეთ არ გადააჭარბოთ, გამოიყენეთ უპეებზე ან სიწითლისა და არათანაბარი ტონალობის დასაფარად.
ბოლო შტრიხი არ დაგავიწყდეთ, თუ გსურთ, რომ თქვენმა მაკიაჟმა სიცხეს გაუძლოს, აუცილებლად შეისხურეთ მაკიაჟის ფიქსატორი.

მოდელი / ნათია ბუნტური
მაკიაჟი / მარგარიტა ვოსკანიანი, Makeup Atelier Georgia
კამერა, მონტაჟი / ლუკა ღვინიაშვილი
პროექტის ავტორები / მარიამ ცეცხლაძე, ნინუცა ივარდავა