ბაიერსი X თიბისი – იდეალური 24 საათი ლუიზა ჩალათაშვილთან

by likuna khaburzania

 იზოლაციის პერიოდს საგარეჯოში, კახეთში ვატარებ. ჩემთვის ძალიან პოზიტიურ მოგონებებთან არის დაკავშირებული ადგილი სადაც გავიზარდე. იქიდან გამომდინარე, რომ პატარა შვილი მყავს ძალიან გამიჭირდებოდა თბილისში ოთხ კედელში გამოკეტვა, შესაბამისად თავიდანვე ვამჯობინე ამ პერიოდის სიმშვიდესა და  ბუნებაში გატარება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მთელი ოჯახი უკვე თვე ნახევარია ერთად ვართ, შესაბამისად ნაკლებად მაქვს იზოლირებულობის მძაფრი შეგრძნება.

07:30

ჩემი ცხოვრების წესი საგრძნობლად შეცვალა ჩემმა შვილმა. ჩემი დილა იწყება როდესაც ის იღვიძებს, ძირითადად ეს  7:00-8:00- მდე ხდება. ადრე გაღვიძება საერთოდ არ წარმოადგენს ჩემთვის დისკომფორტს, პირიქით უფრო ჯანსაღად, ენერგიულად ვგრძნობ თავს მთელი დღის მანძილზე და მეტი დრო მრჩება ყველაფრის გასაკეთებლად. ჩემი აზრით, დილა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პერიოდია დღის მანძილზე, ამიტომ ყველას ვურჩევ, დილით ადრე გაღვიძებას და დღის ენერგიულად დაწყებას.

8:00

დღის განმავლობაში სითხეს იშვიათად ვიღებ, სწორედ ამიტომ დილას 1 ან 2 ჭიქა წყლით ვიწყებ. შემდეგ აუცილებლად ვსვამ ყავას, რომელიც ჩემი დილის რუტინის განუყოფელი ნაწილია. უპირატესობას ვანიჭებ თურქული ყავას და თუ არჩევანი მაქვს ყოველთვის მას ვირჩევ.

 

08:30

მშობიარობის შემდეგ დამემართა აკნე და ძალიან სერიოზული კანის პრობლემებთან გამკლავება მომიწია. შესაბამისად, ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიძიე ამ თემასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ჩემი თავის მოვლის რუტინა სრულიად შევცვალე. ჩემი მთავარი პრინციპი პროდუქტის შეძენამდე მისი ინგრედიენტების გაცნობაა.

• პირველ რიგში სახეს ვიბან მსუბუქი სახის დასაბანი გელით

•  ყინულით ვიმასაჟებ სახეს

• დამატენიანებელი ტონერი

• ყოველ დილას ვიყენებ 3 ტიპის სერუმს. ყველა მათგანს სხვადასხვა დანიშნულება აქვს, ერთ-ერთი ექსფოლიატორია, მეორე ანტიოქსიდანტი, ხოლო მესამე ნიაცინიმიდი, რომელიც ძალიან მიმშვიდებს კანს და აქრობს სიწითლეს.

• დამატენიანებელი

• ყოველთვის ვიყენებ მზისგან დამცავ კრემს და დღის განმავლობაში ვანახლებ მას 2 საათში ერთხელ.

10:00

ჩემთის, საუზმის განუყოფელი ნაწილია კვერცხი. შემწვარი კვერცხი, ყველი და პური ჩემთვის იდეალურ საუზმესთან ასოცირდება.

12:00

ძირითად დროს მაინც ჩემს შვილთან ერთად ვატარებ, თუმცა დღის განმავლობაში ვცდილობ საკუთარ თავსაც დავუთმო დრო, განვიტვირთო, წიგნი წავიკითხო ან თუნდაც ბუნებაში დავისვენო.

14:00

ზაფხულის გატარებას საგარეჯოში ვაპირებ ოჯახთან ერთად. რადგან ახლა უფრო მეტი თავისუფალი დრო მაქვს, გადავწყვიტეთ ბებიაჩემის ძველი სახლის განახლება, სადაც გავატარებთ მომავალ თვეებს. ყოველდგიურად ვცდილობთ  მივიდეთ სახლში და შევქმნათ კომფორტული გარემო.

16:00

ყველაზე დიდ დროს ბავშთან ერთად ეზოში ვატარებ, ბევრს ვთამაშობთ და ვერთობით ერთად. მიუხედავად იმისა, რომ სპორტული ცხოვრებით არ ვარ დაკავებული, ხანდახან ველოსიპედით ვსეირნობ ან ქმართან ერთად ჩოგბურთს ვთამაშობ.

19:00

საღამოს ამ დროს სამუშაოს ვუთმობ. მიუხედავად იმისა, რომ პასიური პერიოდია მაინც ვმუშაობ რამოდენიმე პროექტზე და ყოველდღიურად პატარ-პატარა საქმეები სულ მაქვს. ასე გამოიყურება ხედი ჩემი სამუშაო ოთახიდან.

21:00

აქტიური დღის შემდეგ ვცდილობ განვიტვირთო და Netflix-ის სერიალებს ვუყურებ. ჩემი საყვარელი შოუ The Chef’s Table- ია, რომელიც უკვე შემდგარ კულინარებსა და მათ მიერ შეცვლილ სტანდარტებზეა. ზოგადად, ძალიან მიყვარს არქიტექტურა და ინტერიერი. ხშირად ვუყურებ The world’s most extraordinary homes- ს.

2
IMG-9617
1
IMG-9649

12:00

 ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღე, თანმიმდევრულად მოვიხმაროთ სწორი პროდუქტები და აუცილებლად გვექნება მაქსიმალური შედეგი. ამიტომ, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო  ყოველთვის ვიტარებ თავის მოვლის რუტინას. ბევრი ძებნის შემდეგ, მივაგენი ბრენდს Facereality-ს და გავიარე ონლაინ კონსულტაცია ბრენდთან სერთიფიცირებულ კოსმეტოლოგთან. ძილის წინ ყოველთვის ვიყენებ აკნეს საწინააღმდეგო კრემს Acne med-ს და ძალიან მსუბუქ დამატენიანებელს.