იდეალური 24 საათი ნინა ჯაფარიძესთან

by likuna khaburzania

8:00

ყველაზე მეტად ადრე გაღვიძება მიყვარს, ამიტომ ძირითადად  ჩემი დილა 8:00 საათზე იწყება. სანამ ჩემს შვილს, ალექსანდრეს სძინავს ვიწყებ თავის მოვლას და გამოფხიზლებას.

სახის კანის მოვლა ჩემი ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილია. ჩემი დღის და ღამის რუტინა თითქმის იდენტურია. ყოველდღე Body Shop-ის Daily Glow -თი ვიბან სახეს , შემდეგ ვისვამ Lierac -ის დამატენიანებელ შრატს და ბოლოს Body Shop-ის E ვიტინით გაჯერებული კრემით ვამთავრებ ჩემს რუტინას.

ამის შემდეგ საუზმის დრო დგება, ყოველთვის ვცდილობ საუზმე ჯანმრთელი და ნოყიერი გამომივიდეს. დღეს  მოვამზადე კვერცხი წითელი და მწვანე ბულგარულებით, ხოლო ბავშვისთვის ფენქეიქები გავაკეთე ნეკრჩხლის სიროფითა და ვაშლით. ყავის მოყვარული არ ვარ, ასე რომ დილას რძიანი ჩაით ვიწყებ.

11:00

შექმნილი ვითარების გამო, ყველას სახლში გვიწევს ყოფნა და თავის რამენაირად გართობა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე მევარჯიშა, მე და ალექსანდრე ვრთავთ ჩვენს საყვარელ მუსიკას და ვიწყებთ მოთელვას.

მუსიკას ხასიათის მიხედვით ვუსმენ , როკიდან დაწყებული ჯაზით დამთავრებული ყველანაირი ჟანრი მომწონს. Old school hip-hop-ს და ჯაზს ყოველდღე შემიძლია მოვუსმინო.

რამოდენიმე ამოჩემებული მუსიკა მაქვს,  რომელსაც ყოველდღე ვუსმენ 

12:00

ვცდილობ სუფთა ჰაერზე რაც შეიძლება ხშირად ვიყოთ და ხშირად გავანიავო სახლი. ყველაზე მეტად კუს-ტბა მომწონს , ბავშვობაში ბაბუას დავყავდი და განსაკუთრებულად მიყვარს ეს ადგილი.

2:30

სადილი ჩემი საყვარელი დროა დღის განმავლობაში. ზოგადად მიტაცებს კერძების მომზადება და მითუმეტეს ახლა მაგის მეტს არაფერს ვაკეთებ. როგორც წესი, წვნიანს ვამზადებ, შემდებ ან ხორცს ან თევზს და აუცილებლად ხილით ვასრულებ.

4:00

ამ დროს მე და ალექსნადრე ჩვენ-ჩვენი საქმეებით ვართ გართული. ძირითადად ის სათამაშოებით თამაშობს, ხატავს ან მულტფილმებს უყურებს.ხოლო მე ახალი წიგნის კითხვა დავიწყე, რომელიც ძალიან მომეწონა და გამახსლისა – თემურ ბაბლუანის – მზე, მთვარე და პურის ყანა.

7:30

ძალიან მშველის მედიტაცია, წიგნის კითხვა და მუსიკის მოსმენა . მედიტაციისთვის ვამზადებ რამოდენიმე სანთელს , სურნელოვან ჯოხებს და ვიწყებ მედიტირებას. ეს მშველის სტრესული მდგომარეობის დაძლევაში, დაძაბულობის მოხსნასა და ულევი ენერგიას მატებაში.

დროის გატარებაში ასევე მეხმარება გადაცემა Munchies , სადაც სხვადასხვა კულტურის , ქუჩის თუ რესტორნის კერძებს გვაჩვენებენ.

8:00

სახლში ყოფნისას აღმოვაჩინე უამრავი თავის მოვლის საშუალებები და გადავწყვიტე ერთ-ერთი თვქენთვისაც გამეზიარებინა.

სახის გაწმენდა სახლის პირობებში:

ორთქლზე რამოდენიმე წუთი გააჩერეთ სახე( 7-10წთ), ფორების გახსნის შემდეგ დაიტანეთ შემდეგი ბლენდი: მჭადის ფქვილი და მაწონი. ეგრეთწოდებული “პილინგის ნიღაბი” გაიჩერეთ 5 წუთი და წრიული მოძრაობით იმასაჟეთ. ჩამობანის შემდეგ აიღეთ ვერცხლის ბეჭედი და გაიწმინდეთ T ზონა ( შუბლი , ცხვირი და ნიკაპი). ამის შემდეგ დაამზადეთ ნიღაბი რომლისთვისაც დაგჭირდებათ- ხაჭო, ზეითუნის ზეთი, თაფლი და ლიმონის წვენი (ერთი ჩაის კოვზი) გაიჩერეთ 20წუთი და ჩამოიბანეთ. შედეგს თქვენ თვითონ ნახავთ.

9:00

სახლის პირობებში თავის (სკალპის) პილინგიც აღმოვაჩინე. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შაქარი და შამპუნი, მე გირჩევთ რომ ყავისფერი შაქარი იხმაროთ, რადგან ჩვეულებრივთან შედარეთ დიდი კრისტალები აქვს. აურიეთ ერთმანეთში და დაიტანეთ თავზე, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ (10 წთ) და ჩამოიბანეთ.

საღამოს ბავშვს ვაძინებ და სრული თავისუფლება მაქვს .

ძირითადად ჩემს სარაღამოს ერთი ჭიქა თეთრი ღვინო და გემრიელობები მიმშვენებენ. ტახტზე გემრიელად მოვკალათდები და საყურებლად ვარჩევ ფილმებს, სერიალებს ან გადაცემებს. დღეს ვუყურე “პარაზიტს” რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, გირჩევთ თქვენც უყუროთ.

ნინას ტოპ ფილმები
• Blade Runner 2049
• Casino by Martin Scorsese
• Fight Club
•To Catch a Thief by Hitchcock
4
ff
1
Baker-FightClub
2
casino-1995-003-robert-de-niro-casino-00m-y3h (1)
3
To-Catch-A-Thief-4