იდეალური 24 საათი ნატა ვარაზთან

by likuna khaburzania

11:00

რა თქმა უნდა, არ ვარ ერთადერთი, ვისაც კარანტინის გამო ღამით დაძინების და დილით ადგომის განრიგი საგრძნობლად შეეცვალა. შესაბამისად, ჩემი დილა 11:00 საათზე იწყება. სამწუხაროდ, არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებსაც საუზმე უყვართ და დილით მხოლოდ ყავას ვსვამ. ჩემი დილის რუტინა იწყება შხაპის მიღებით, რის შემდეგაც ვიწყებ სახის კანის მოვლის პროცედურებს.

ამ ეტაპზე ჩემი პროდუქტების სია საკმაოდ მინიმალურია. სახეს ვიბან Kiehl’s-ის Calendula Deep Cleansing Foaming Face Wash-ით. ძალიან მომწონს ეს პროდუქტი, რადგან მისი კრემისებრი კონსისტენციიდან გამომდინარე კანს საერთოდ არ აშრობს. შემდეგ ვიყენებ La Roche Posay-ს სახის ტონერს და Origin-ის Youth Renewing Face Oil-ს. ზოგადად, დღის განმავლობაში, დამატენიანებლის ნაცვლად, სახის ზეთის ხმარება მირჩევნია. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ტუჩების დატენიანებასაც და ამისთვის ვიყენებ ან Glossier-ის ან Korres-ის ტუჩის ბალმს. ასევე ძალიან მიყვარს სუნამოები და სახლში ყოფნის დროსაც ვიყენებ. ჩემი ორი ფავორიტია Maison Martin Margiela-ს By the Fireplace, Comme Des Garçons-ის Wonderwood და Maison Louis Marie-ს  No.04., რომელიც ჩემს საყვარელ მაღაზიაში, Le Chic Radical-ში შევიძინე.

 

 

12:00 

ბოლო ერთი წლის მანძილზე სისტემატურად დავდიოდი დარბაზში, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე სახლის პირობებში მიწევს ვარჯიში. ყოველდღე ვცდილობ სხვადასხვა ვარჯიშების შესრულებას, როგორიცაა კარდიო, იოგა და პილატესი. თუმცა, უპირატესობას მაინც პილატესს ვანიჭებ. ვგრძნობ, რომ ვარჯიშის შემდეგ მიადვილდება კარგი განწყობის შენარჩუნება და დღის განმავლობაში მეტი ენერგია მაქვს.

 

13:00

ვარჯიშის შემდეგ ვიმზადებ საკვებს. ვაღიარებ, რომ საკვების მომზადების პროცესი არ მიყვარს და შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ, რომ რამე მარტივი მოვამზადო.  ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის არ გამომდის და ვთვლი, რომ მთავარია ჯანსაღ და არაჯანსაღ პროდუქტებს შორის ბალანსის შენარჩუნება.

15:00 

ვინაიდან სახლიდან გასვლის მხრივ შეზღუდულები ვართ, ვგრძნობ, რომ ძალიან მარტივად ვისტრესები და ბოლო დროს, განტვირთვისათვის ისევ ხატვა დავიწყე.  ეს ის პროცესია, რომელიც ყველაზე კარგად მაწყნარებს და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

3
IMG_8411
1
IMG_8391
2
IMG_8410

ხატვას თან სდევს მუსიკის მოსმენა. ამ ეტაპზე ყველაზე ხშირად The Stroke-ის ახალ ალბომს, Underworld-სა და Cocteau Twins-ს ვუსმენ. ეს ის მუსიკაა, რომელიც სტრესისგან მცლის და ძალიან კარგ განწყობაზე მაყენებს. ასევე ხშირად ვუსმენ Mutant Radio Tbilisi-ს.

18:00

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წიგნებისთვის გაცილებით მეტი დრო მრჩება. ახლახანს მოვრჩი Hanya Yanagihara-ს A Little Life-. ეს საკმაოდ მძიმე წასაკითხი ნაწარმოებია, თუმცა ძალიან მომეწონა. ამ ეტაპზე ვკითხულობ Otessa Moshfegh-ის My Year of Rest and Relaxation-ს, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერ ვხვდები მომწონს თუ არა. ასევე ყოველთვის ვუბრუნდები ჰარი პოტერს, რადგან ეს ნაწარმოები ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპებზეც კი მახარებს და ყოველთვის რაღაც ახალა მმატებს.

2
IMG_8397
1
IMG_8396

 

21:00 

ვინაიდან ბოლო დროს უფრო მეტი თავისუფალი დრო მაქვს, საკმაოდ ბევრ ფილმს და სერიალს ვუყურებ. ახალი ფილმებიდან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე JoJo Rabbit-მა მოახდინა. ეს ის ფილმია, რომელიც იდეალურად აერთიანებს როგორც შინაარსობრივ, ისე ვიზუალურ მხარეს და ძალიან კარგი საუნდტრეკებით გამოირჩევა.

ბოლოს ნანახი სერიალებიდან ყველაზე მეტად Netflix-ის Unorthodox მომეწონა. ასევე გადავეყვიტე, რომ თავიდან ვუყურო საყვარელ ანიმე ფილმებს, როგორებიცაა Nausicaä of the Valley of the Wind, Howl’s Moving Castle, Princess Mononoke, Perfect Blue და Spirited Away.

მომავალში ასევე ვგეგმავ საყვარელი ფილმების თავიდან ყურებას და რეკომენდაციას გავუწევდი შემდეგ ფილმებს:

  1. • Playtime (Jacques Tati)
  2. • The Red Balloon (Albert Lamorisse)
  3. • Pierrot Le Fou (Jean-Luc Godard)
  4. • Jules et Jim (François Truffaut);
  5. • Ali: Fear Eats the Soul (Rainer Werner Fassbinder)
  6. • The Bitter Tears of Petra Von Kant (Rainer Werner Fassbinder)
  7. • Shoplifters (Hirokazu Kore-Eda)
  8. • Memories of Murder (Bong Joon-ho).

    12
    IMG_8409
    1
    IMG_8408
    2
    IMG_8407
    3
    IMG_8406
    4
    IMG_8400
    5
    IMG_8401
    6
    IMG_8402
    7
    IMG_8403
    8
    IMG_8404
    9
    IMG_8405
    10
    IMG_8399
    11
    IMG_8398

    02:00 

    ბოლო დროს საკმაოდ გვიან ვიძინებ. ძილისწინ ისევ სახის მოვლას ვუბრუნდები. ვიყენებ იგივე საშუალებებს, რასაც დილით, თუმცა კვირაში 2-ჯერ ძილის წინ ვიყენებ The Ordinary-ს AHA 30% + BHA 2% Peeling Solution-ს. შემდეგ სახეს ზეთით და Weleda-ს Skinfood-ით ვიტენიანებ.

 

ნატას ფლეილისთი