იდეალური 24 საათი ლუიზა ჩალატაშვილთან

by likuna khaburzania

 კარანტინის პერიოდს საგარეჯოში, კახეთში ვატარებ. ჩემთვის ძალიან პოზიტიურ მოგონებებთან არის დაკავაშირებული ადგილი სადაც გავიზარდე. იქიდან გამომდინარე, რომ პატარა შვილი მყავს ძალიან გამიჭირდებოდა თბილისშიი ოთხ კედელში გამოკეტვა, შესაბამისად თავიდანვე ვამჯობინე კარანტინის სიმშვიდესა და  ბუნებაში გატარება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მთელი ოჯახი უკვე თვენახევარია ერთად ვართ, შესაბამისად ნაკლებად მაქვს იზოლირებულობის მძაფრი შეგრძნება.

07:30

ჩემი ცხოვრების წესი საგრძნობლად შეცვალა ჩემმა შვილმა, ჩემთის დილა იწყება მაშინ, როცა ის იღვიძებს ძრითადათ ეს  7:00-8:00- მდე ხდება. ადრე გაღვიძება სრულიად არ წარმოადგენს ჩემთვის დისკომფორტს, პირიქით უფრო ჯანსაღად და ენერგიულად ვგრძნობ თავს მთელი დღის მანძილზე და მეტი დრო მრჩება ყველაფრის გასაკეთებლად. ჩემი აზრით, დილა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პერიოდია დღის მანძილზე, ამიტომ ყველას ვურჩევ დილით ადრე გაღვიძებას და დღის ენერგიულად დაწყებას. ყოველ დილას 1 ან 2 ჭიქა წყლით ვიწყებ, მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არმიყვარს სითხის მიღება და არასდროს არმახსენდება წყლის დალევა.

8:00

იქიდან გამომდინარე რომ, მთელი დღის განმავლობაში არ მახსენდება წყლის დალევა, ყოველთვის ვცდილობ დილა დავიწყო 1 ან 2 ჭიქით. შემდეგ აუცილებლად ვსვამ ყავას რომელიც ჩემმი დილის რუტინის განუყოფელი ნაწილია. ჩემი აბსოლიტური ფავორიტია თურქული ყავა და თუ არცევანი მაქვს ყოველთვის მას ვირჩევ.

08:30

მშობიარობის შემდეგ ძალიან სერიოზული კანის პრობლემებთან მომიწია გამკლავება და დამემართა აკნე, ზოგადაც მანამდეც მქონდა აკნეს პრობლემა მაგრამ უფრო მეტად გამიძაფრდა. შესაბამისად ზალიან ბევრი ინფორმაცია მოვიძიე ამ თემასთან დაკავშირებით და ჩემი რუტინა გადავაწყე ისე რომ კანიც საშინლად არ გამომიშრეს და თავისთავად ვებრძოლო ამ პრობლემას. ჩემი მთავარი პრინციპი პროდუქტის შეძენამდე მისი ინგრედიენტების გაცნობააა, ყოველთვის ვერიდები პროდუქტებს, რომლებიც იწვევს ფორების ჩაკეტვას მაგალითად არგანის და ქოქოსის ზეთს, რომელიც შეიძლება ძალიან სასარგებლოა თუმცა არა მათთვის ვისაც აკნესკენ აქვს მიდრეკილება.

• პირველ რიგში სახეს ვიბან მსუბუქი სახის დასაბანი გელით

• წრიული მოძრაობით ვიმასაჟებ ყინულს

• ტონერი

• ყოველ დილას ვიყენებ 3 ტიპის სერუმს. ყველა მათგანს სხვადასხვა დანიშნულება აქვს ერთ-ერთი ექსფოლიატორია, მეორე ანტიოქსიდანტი, ხოლო მესამე ნიაცინიმიდი, რომელიც ძალიან მიმშვიდებ კანს და აქრობს სიწითლეს.

• დამატენიანებელი

• ყოველთვის ვიყენებ მზისგან დამცავ კრემს და დღის განმავლობაში ვანახლებ მას 2 საათში ერთხელ.

10:00

ჩემთის საუზმის განუყოფელი ნაწილია კვერცხი. შემწვარი კვერცხი, ყველი და პური ჩემთვის იდეალურ საუზმესთან ასოცირდება.

12:00

ძირითად დროს მაინც ჩემს შვილთან ერთად ვატარებ, თუმცა დღის განმავლობაში ვცდილობ ჩემ თავს დავუთმო დრო, განვიტვირთო, წიგნი წავიკითხო ან თუნდაც დავისვენო ბუნებაში.

14:00

ზაფხულის გატარებას საგარეჯოში ვაპირებ ოჯახთან ერთად, რადგან ეხლა უფრო მეტი თავისუფალი დრო მაქვს მედა ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ ბებიაჩემის ძველი სახლის განახლება, სადაც გავატარებთ მომავალ თვეებს. ყოველდგიურად ვცდილობთ  მივიდეთ სახლში და ნელ-ნელა მოვაწყოთ ისე, რომ შევქმნათ  კომფორტული გარემო ბავშვისთვის.

16:00

ყველაზე დიდ დროს ბავშთან ერთად ეზოში ვატარებ, ბევრს ვთამაშობთ და ვერთბით ერთად. მიუხედავად იმისა რომ ძალიან სპორტული ცხოვრებით არ ვარ დაკავებული, ხანდახან ველოსიპედით ვსეირნობ ან ჩემ ქმართან ერთად ტენისს ვთამაშობ.

19:00

საღამოს ამ დროს სამუშაოს ვუთმობ, მიუხედავად იმისა რომ, მაინც პასიური პერიოდია კარატინიდან გამომდინარე, მაინც ვმუშაობ რამოდენიმე პროექტზე და ყოველდღიურად პატარ-პატარა საქმეები სულ მაქვს გასაკეთებელი.

21:00

აქტიური დღის შემდეგ ვცდილობ განვიტვირთო და Netflix-ის სერიალებს ვუყურებ. ჩემი საყვარელი შოუ The Chef’s Table- ია, რომელიც უკვე შემდგარი კულინარებისა და მათ მიერ შეცვლილ სტანდარტებზეა. ზოგადად ძალიან მიყვარს არქიტექტურა და ინტერიერი და ხშირად ვუყურებ The world’s most extraordinary homes- ს.

2
IMG-9617
1
IMG-9618

12:00

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რაც კანის პრობლემები შემექმნა არც ერთხელ არ გამომიტოვებია არც ღამის და არც დრის რუტინა. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღე თანმიმდევრულად მოვიხმაროთ სწორი პროდუქტები და აუცილებლად გვექნება მაქსიმალური შედეგი. ამიტომ რაცარუნდა დაღლილი ვიყო ძილის წინ ყოველთვის ვიტარებ ჩემს რუტინას. ბევრი ძებნის შემდეგ მივაგენი ბრენდს Facereality-ს, რომელიც ძალიან ცნობილია აკნესთან ბრძოლაში, თუმცა მისი შეძენა შეუძლებელია რეცეპტის გარეშე, ამიტომ გავიარე ონლაინ კონსულტაცია ბრენთან სერთიფიცირებულ კოსმეტოლოგთან და შევიძინე პროდუქცია. ღამის რუტინაში ყოველთვის ვიყენებ აკნეს საწინააღმდეგო კრემს Acmemad-ს და ძალიან მსუბუქ დამატენიანებელს.