იდეალური 24 საათი – თაკო ნაცვლიშვილი
8:00
ყოველთვის ვცდილობ, რომ დილით ადრე ავდგე სადღაც 8-9 საათზე სამუშაო დღეებში, ასე ბევრად ენერგიულად ,ხალისიანად და პროდუქტიულად ვგრძნობ თავს. გაღვიძებისთანავე ვსვავ 1 ლიტრამდე წყალს, თითქმის არასდროს ვარღვევ ამ წესს. შემდეგი ლოკაცია რაღათქმაუნდა აბაზანაა, სადაც ვწესრიგდები. სახის მოვლას არც ისე დიდ დროს ვუთმობ რადგან არ მიყვარს ბევრი პროდუქტის გამოყენება. ვთვლი, რომ როგორც მაკიაჟის ასევე კრემებისა და სხვა სახის მოვლის საშუალებების ხშირი ცვლა და ერთმანეთში შეერევა არუხდება კანს, მითუმეტეს ადრეულ ასაკში. ამიტომ მე მხოლოდ ორ კრემს და თვეში ერთხელ სახის ნიღაბს. ვხმარობ.
11:00
საუზმე ყველაზე მნიშვნელოვანია! ამ რიტუალის გარეშე არ წარმომიდგენია არცერთი დილა. სულ ვცდილობ რომ დილით გემრიელად და თან ჯანსაღად ვისაუზმო და არასდროს ვიზღუდავ თავს ტკბილეულისა და ბურღულეულისგან.
13:00
შუადღისას ძირითადად ონლაინ ლექციები და შეხვედრები მაქვს,პარალელურად მეცადინეობით ვარ დაკავებული. მანამდე სანამ “lockdown” დაიწყებოდა მილანში ბრენდების ქასთინგებზე დავდიოდი ან გადაღებებზე. ამ ეტაპზე მილანში ვცხოვრობ და თბილისში რამდენიმე კვირით ვიმყოფები. ამ ზაფხულს ვამთავრებ უნივერსიტეტს და ამის შემდეგ ვაპირებ აქტიურ მოდელობას დავუთმო დრო. ბევრი საინტერესო პროექტი იგეგმება და მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო ეს შესაძლებლობები სანამ ასაკი ხელს მიწყობს.
15:00
ჭამაზე არასდროს ვამბობ უარს, ვფიქრობ, რომ დიეტები ადამიანის ნერვიულ სისტემას ანადგურებს, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ დიეტებს თავი ავარიდო. ჩემი საყვარელი კერძი არის პასტა ტრუფელის სოუსით, რომელზეცუარს არასდროს არ ვამბობ. პანდემიამდე გადატვირთული გრაფიკის გამო ლანჩს ყოველთის გარეთ ვჭამდი, მაგრამ ეხლა ძირითადად სახლში ვიმზადებ.
17:00
Covid-19-მა ჩემი ვარჯიშის რეჟიმიც შეცვალა.მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ვცდილობ სპორტული ცხოვრებით ვიყო დაკავებული ახლა ეს ყველაფერი მიჭირს. ამ ეტაპზე ყველა სპორტ დარბაზი დაკეტილია და სახლში ვარჯიში ჩემთის ძალიან რთული და ამავდროულად არაკომფორტულია, ამიტომ სანამ ესეთი სიტუაციაა სირბილით და ბევრი სიარულით ვანაცვლებ აქტიურ ვარჯიშს.
19:00
“Lockdown” ის პერიოდში ვცდილობ თავი დავაღწიო ამ სტრესულ რეალობას და ხშირად ვიწყობ “weekend getaway”-ს საქართველოს კურორტებზე.
21:00
როგორც ყველა მეც 9 საათისთის ვბრუნდები სახლში და ვიწყებ მეცადინეობას. როდესაც თავისუფალი დრო მაქვს ვკითხულობ კამიუს “შავ ჭირს”, ასევე მიყვარს კარგი მუსიკის მოსმენა, როდესაც ვისვენებ მეცადინეობისგან და ბოლოს ძილისწინ აუცილებლად ვუყურებ კინოებს და სერიალებს.
სერიალები
Queen’s Gambit
Big little lies
The morning show
Normal people
modern love
high fidelity
კინოები
The royal tenenbaums,
hotel chevalier by wes anderson,
Closer, The Holiday,
love in the afternoon by billy wilder,
Casablanca, inglorious basterds by Tarantino
გვიან საღამოს იშვიათად ვიკვებები, როგორც გითხარით, მაგრამ ხანდახან თავს უფლებლას ვაძლევ რომ “cheat day “ მოვაწყო.ძალიან მიყვარს კერძების მომზადება. ხანდახან უცბად მომინდება გვიან რამე გემრიელობის გამოცხობა. ყველაზე კარგად cheese cake გამომდის.
00:00
ღამე 12ზე ვიძინებ ძილის წინ აუცილებლად ვიბან და ვიწმინდავ სახეს. ყოველ ღამე ძილის წინ სახის იოგას ვაკეთებ,როელიც ჩემმა კოსმეტოლოგმა მასწავლა.