ვარდისფერი ქალაქი: მარაქეში

by Giorgi Wazowski

მარაქეში ქვეყნის კულტურული ცენტრია, რომელიც მოროკოს ხსენებისას პირველი გვახსენდება. ბლოგერების საყვარელი ადგილი, რომელიც თქვენს instagram გვერდს თავბრუდამხვევ ფოტოებს შემატებს, ცნობილია კონტრასტული არქიტექტურითა და ეგზოტიკურ კულტურით. თუ მზად ხართ ინოვაციებისა და საინტერესო სიახლეებისათვის,buyers-ის გუნდი წარმოგიდგენთ მაროკოს ღირშესანიშნაობებს, რომელიც ნამდვილი აღმოჩენა გახდება თქვენთვის.

 

MARVEL AT BEN YOUSSEF MADRASA

მე-14-ე საუკუნეში აშენებული “Madrasa”  ანუ ისლამური სკოლა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შენობაა მოროკოში. მარტივი არქიტექტურა მოპირკეთებული რთული დეტალებითა და ორნამენტებიანი ფილებით ამ შენობის მთავარი მიზიდულობაა.

MAISON DE LA PHOTOGRAPHIE

თუ ხელოვნება და ფოტოგრაფია თქვენი ინტერესის სფეროა  და გსურთ გაეცნოთ მოროკოს ტრადიციებს, ეს ადგილი აუცილებლად უნდა ნახოთ. აქვე შესაძლებელია ვიხილოთ ქალაქის პანორმალული ხედი რომელიც გალერიის ტერასიდან იშლება.

Cafe de France

Jemma El Fna-ს უნიკალურ მოედანზე მდებარე კაფე, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ დღის სასიამოვნოდ დაწყებაში. იდეალური მენიუ საუზმისა და ლანჩისათვის, შეგიძლიათ მიირთვათ მყუდრო და სასიამოვნო გარემოში ტერასაზე. რა შეიძლება იყოს უფრო სასიამოვნო, ვიდრე დღის დაწყება ასეთ ატმოსფეროში.

GET LOST IN THE MEDINA

გემრიელი დესერტი და პატარა coffee shop-ის მინიმალისტური ვიზუალი შუა დღის შესვენებისთვის საუკეთესო ადგილია. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ახლად გამზადებული შაქრიანი დონატები და უგემრიელესი შავი ყავა.

BARTER FOR A BARGAIN IN THE SOUKS

ვინც განსხვავებულ ნივთებს ეძებს, ეს მაღაზია ნამდვილად თქვენთვისაა. ადგილზე შეგიძლიათ შეიძინოთ დალაქის მიერ შექმნილი ხელნაკეთი ხალიჩები, მოხატული სანათები, კერამიკული ნივთები და ტრადიციული ტყავისგან შექმნილი ფეხსაცმელები.

RIAD SHAMBALA

მე-16-ე საუკუნის სახლში, რომლის არქიტექტურაც ხაზს უსვამს ინდურ- ირანულ სტილს, შეგიძლიათ თავისუფლად იქირაოთ საცხოვრებლი ფართი.  ჩაშენებული საცურაო აუზი და დიდი მცენარეები კონტრასტულ გარემოს ქმნის თეთრ სივრცესთან. სახლის საინტერესო იერსახე  ნამდვილად შესანიშნავი ადგილია თუ დასვენება და განმარტოება გაქვთ გადაწყვეტილი.

Musee Yves Saint Laurent Marrakech, Marrakech

ლეგენდარული დიზაინერის გეომეტრიული ფიგურებით ინსპირირებული სახლი მაროკოს არქიტექტურის ნამდვილი სახეა. შესასვლელი, რომელზეც ბრენდის ინიციალრებია გამოსახეული, დიდ ოთახში გაგიძღვებათ, სადაც დიზაინერის ცხოვრება  და შემოქმედებაა ასახული.

THE SAADIAN TOMBS

თუ ზაფხულის ცხელი დღეების სიმყუდროვესა და სიგრილეში  გატარება გსურთ ეს ადგილი იდიალურია თქვენთვის. ფორთოხლის ხეები და ჰორიზონტზე გადაჭიმული მინდვრები მშვიდ გარემოს ქმნის დასასვენებლად.

PepeNero

Pasha Thami el-Glaoui-ს უძვირფასესი სამკაულით მოპირკეთებული მწკრივი, რომელიც გადაკეთებულია რესტორნად, საუკეთესო ადგილია  fancy  ვახშამისთვის. რესტორნის ინტერიერი ნამდვიად განსაკუთრებულია, მოზაიკის იატაკისა და ორნამენტებიანი თაღების გარდა სივრცე სავსეა სხვადასხვა მცენარეებით.

Oasiria Marrakech

ადგილობრივი საცურაო აუზი როგორც პასიური დასვენების, ასევე გართობის მოყვარულებისათვის საინტერესო ადგილია.  გამწვანებული გარემოში ფაგხვდებთ შეზლონგებით და ჰამაკები. აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ წყლის ატრაქციონებით, ან უბრალოდ გაირუჯოთ დიდ აუზთან და დატკბეთ კონტრასტული ხედებით.

ავტორი: მარიამ მეტრეველი