DR. BARBARA STURM
ბარბარა შტურმი, გერმანელი ესთეტიკის დოქტორი საზოგადოებისთვის ცნობილია მისი ანთების საწინააღმდეგო ფილოსოფიით, რომელიც არ ემხრობა პლასტიკურ ქირურგიას და ბუნებრივი გზებით ებრძვის ასაკს. შტურმი მისი ინოვაციურ-რევოლუციური იდეებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სასურველი ექიმია სილამაზის სფეროში.
ექიმმა 2014 წელს დაარსა ბრენდი, რომელიც კანის მოვლის სრულ ასორტიმენტს მოიცავს. ბარბარა შტურმის მოლეკულურ კოსმეტიკას შეუცვლელი ადგილი უჭირავს სილამაზის ინდუსტრიაში. ბრენდი მისი ასაკის საწინააღმდეგო და პრევენციული თვისებებიდან გამომდინარე ბაზარზე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. პროდუქტები შექმნილია კლინიკურად შესწავლილი და ბუნებრივად გამოყვანილი ინგრედიენტებისგან. არ შეიცავს ტოქსიკურ, მავნე, სურნელოვან, აგრესიულ და ისეთი ტიპის ინგრედიენტებს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება ან ანთება. ბარბარას ბრენდისმიერ წარმოებული პროდუქტები შეიცავს ინოვაციურ, მაღალი კონცენტრაციის აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც ითვალისწინებს გერმანული სილამაზის სფეროს რეგულაციებს.
ექიმი ბარბარა შტურმის მოლეკულური კოსმეტიკის ხაზი შეიქმნა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს მარტივი , მაგრამ ეფექტური, მეცნიერებაზე დაფუძნებული პროდუქტების მოხმარება, რომელიც უზრუნველყოფს ჰიდრატაციას, კვებასა და კანის რეგენერაციას.
პროდუქტები
Cleanser
გამწმენდი მსუბუქად აშორებს მაკიაჟსა და ჭუჭყს pH- ის ბალანსის დარღვევის გარეშე, ხოლო ალოე ვერა ხელს უწყობს კანს დარბილებასა და გაჯანსაღებაში.
Face Cream
სახის კრემი უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას ზედმეტი ცხიმიანობის გარეშე. ანტიოქსიდანტური ინგრედიენტი Purslane აცხრობს გაღიზიანებას, ხოლო ჯანჯაფილი, ბისაბოლოლი და პანთენოლი ატენიანებს და ამშვიდებს კანს.
Hyaluronic Acid
ჰიალურონის შრატი სიღრმისეულად ატენიანებს კანს, როგორც მის ზედაპირზე, ასევე შიდა ფენებში. შრატი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც კვებავს კანს და ამცირებენ გარემოს ზიანის ალბათობას.
Glow Drops
Glow Drops თქვენს კანს გახდის ბუნებრივად მბზინავსა და ნატურალურს. წვეთები უზრუნველყოფს დატენიანებას და ანტი ასაკობრივი ინგრედიენტების მეშვეობით დაგეხმარებათ ფორების შემცირებაში, სიწითლის გაქრობასა და ერთგვაროვანი ფერის მიღებაში.




ბარბარა შტურმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია, რომლის შეძენაც შეგიძლიათ ისეთ ცნობილ მაღაზიებში როგორებიცაა: Net-A-Porter, Revolve, Sephora, Selfridges, Harrods, Bloomingdales. შტურმის თავის მოვლის საშუალებები ხშირად გვხვდება ისეთი ცნობილი ადამიანების თავის მოვლის რუტინაში როგორებიცაა : გვინეტ პელტროუ, ლივ ტაილერი, ადვოა აბოა, ჰეილი ბიბერი და პერის ჰილტონი.